18/03/205 138 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

იაპონური გრიპის წამალი კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანია – ჩინეთი

ჩინეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ცნობით, იაპონიაში გრიპის ახალი შტამების სამკურნალოდ შექმნილი წამალი კორონავირუს COVID-19-ის წინააღდეგ ეფექტიანი გამოდგა. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტროს წარმომადგენლის, ჟანგ ქსინმინის ცნობით, ფავიპირავირმა (ვირუსული რნმ-პოლიმერაზას კიდევ ერთი ინჰიბიტორი), რომელიც ფუჯიფილმის შვილობილ კომპანია Fujifilm Toyama Chemical-ში გამოიგონეს, ვუჰანსა და შენჟენში 340 პაციენტზე ჩატარებული კლინიკური ტესტირებისას იმედისმომცემი შედეგები აჩვენა.
“მას აქვს უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებელი და ცალსახად ეფექტიანია მკურნალობისას”, – განაცხადა ქსინმინმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პაციენტები, რომელებმაც მედიკამენტი მიიღეს, საშუალოდ, 4 დღეში გამოჯანმრთელდნენ, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვინც მედიკამენტი არ მიიღო. მათ გამოჯანმრთელებას, საშუალოდ, 11 დღე დასჭირდა.
გარდა ამისა, რენტგენის აპარატმა პაციენტების 91%-ში ფილტვების მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება დაადასტურა მას შემდეგ, რაც აღნიშნული პრეპარატის მიღება დაიწყეს. რაც შეეხება იმ პაციენტებს, რომლებიც აღნიშნულ წამალს არ იღებდნენ, მხოლოდ 62%-ის შემთხვევაში გაუმჯობესდა მდგომარეობა.
აღნიშნული მედიკამენტი ცნობილია “ავიგანის” სახელწოდებითაც და მას იაპონელი ექიმები კლინიკური ცდების ფარგლებში იყენებენ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომების მქონე პაციენტებში, რათა ხელი შეუშალონ ვირუსის გამრავლებას. იაპონელი ექიმების განმარტებით, პაციენტებს, რომელთაც შედარებით მძიმე სიმპტომები აქვთ, პრეპარატის მიღების შემდეგ არც თუ ისე კარგი მაჩვენებელი აქვთ. პრაქტიკამ აჩვენა, რომ როდესაც ადამიანის ორგანიზმში ვირუსი უკვე ძლიერ არის გავრცელებული და შესაბამისად, სიმპტომებიც მძიმეა, აღნიშნულ პრეპარატს ეფექტი არ აქვს.
იაპონიის მთავრობამ აღნიშნული პრეპარატი 2016 წელს ებოლას ვირუსის წინააღმდეგ გვინეაში გამოიყენა.
ჩინეთში ფავიპირავირის კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტად დამტკიცებას სახელმწიფო თანხმობა სჭირდება და ეს შესაძლოა, მაისის დასაწყისში მოხდეს, თუ კლინიკური გამოცდის შედეგები ამ დროისათვის უკვე მზად იქნება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA