28/08/21845 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

დაღუპულთა 99% აუცრელია, ვისაც არ სჯერა, ვეპატიჟები რეანიმაციაში - GHG-ის კლინიკური დირექტორი

"კოვიდის ვაქცინები, როგორც ახალი, ისე ძველი ტექნოლოგიებით დამზადებული, წინასწარი კვლევებით, თეორიული ანალიზით და პრაქტიკული ექსპერიმენტებით, არ იწვევენ ADE (ანტისხეულებით განპირობებული დაავადების გაძლიერების) რეაქციას", - ამის შესახებ "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" კლინიკური დირექტორი გრიგოლ ხურციძე სოციალურ ქსელში წერს და ამ საკითხზე გავრცელებულ არასწორ ინფორმაციებს ეხმაურება.

წერს, რომ სანამ ანტივაქსერები ამ თეორიულ საკითხს ეჭიდებიან, რომელიც იყო გათვალისწინებული, გამოცდილი და დღემდე დაკვირვებაშია, დაღუპული ადამიანების 99% აუცრელია.
"ვისაც არ სჯერა, ვეპატიჟები ჩვენი რეანიმაციების შემოვლებზე. აუცრელები იყენებენ დღეს ჰოსპიტალური რესურსის 99%-ს და შესაბამისად, ვინც აიცრა და აქვს სხვა პრობლემა (გულსისხლძარღვთა, ქირურგიული, ა.შ) უკავებენ ადგილს, სამედიცინო პერსონალსა და მკურნალობას. ეს ხალხი იღუპება და პასუხისმგებლობა უნდა აიღონ არავაქცინირებულებმა მაშინ", - წერს ხურციძე და ანტივაქსერებს მოუწოდებს, "არაკომპეტენტური ინფორმაციის გავრცელების და პროპაგანდის მაგივრად, გამოიჩინონ საზოგადო პასუხისმგებლობა".

"მაშინ შემოგვიერთდნენ მოხალისეებად თავისნაირი იდეური და პრინციპული ანტივაქსერების რეანიმაციებში დამხმარე მოხალისეებად. წინა მოწოდებაზე ერთიც არ გამომხმაურებიხართ, აი, არც ერთი! სამედიცინო პესონალმა აქეთ ვიომოთ და იქიდან თქვენ თეორიული ჰიპოთეზების ქადაგებით სეირს უყურებდეთ, უკვე აღარ გამოვა.

პირდაპირ გეკითხებით, როცა დადგება არჩევანი და უკვე ძალიან ახლოსაა, როგორ განვასხვავო და პირველი ვინ დავსვა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: ა) ადამიანი, რომელმაც არ გამოიყენა ვაქცინა და მისი 99%-იანი შანსი არ მოხვედრილიყო კოვიდით რეანიმაციაში, თუ ბ) აცრილი, რომელიც მწვავე გულის უკმარისობითაა შემოსული და აპარატი მისთვის აღარ მაქვს.

თქვენი არჩევანის თავისუფლება, სხვისი ჯანმრთელობის ფასი რატომ უნდა ღირდეს?

P.S აქ კაკუნს და თეორიულ წიაღსვლებს ნუ შემომთავაზებთ, გელით ხალათით, ნიღბით, ხელთათმანებით და დაღლილი სამედიცინო პერსონალით ისევ თქვენივე რწმენის და კრიტიკულად მძიმედ დაავადებული ადამიანების რეანიმაციებში დასახმარებლად", - წერს ხურციძე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY