ღარიბაშვილი : სააკაშვილის და გვარამიას ცილისმწამებლური კამპანია დასრულდა კრახით
"მიუხედავად ყველა იმ სიბინძურის, ცილისწამებისა და კამპანიებისა, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ტელევიზიებმა აწარმოეს გვარამიას მეთაურობით ეკლესიის, პატრიარქის, სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიციის, ჯარის წინააღმდეგ, მათი ეს მცდელობა დასრულდა კრახით და ყოველთვის კატასტროფული კრახით დასრულდება, იმიტომ, რომ სიმართლე არის ჩვენ მხარეს, ხალხის მხარეს არის სიმართლე"განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობის მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას.