17/03/201 588 ნახვა წყარო: rustavi2.geფოტო: rustavi2.ge

პრემიერი - ჩვენი მთავარი ამოცანაა, არავითარი შიში, არამედ ეფექტური მოქმედება

პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში COVID 19-ის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობაზე ისაუბრა. გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლისთვის ქვეყანა ტექნიკურად მზად არის, თუმცა ამის აუცილებლობა, ამ ეტაპზე, არ არსებობს.
"შეიძლება დავდგეთ ისეთი გამოწვევის წინაშე, როგორიც არის საგანგებო მდგომარეობა. რა თქმა უნდა, საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლისთვის ტექნიკურად ქვეყანა უკვე მზად არ არის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენთან უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა 28 იანვარს, მაშინ, როდესაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საერთოდ რეაქციაც არ ჰქონდათ დაწყებული. საგანგებო მდგომარეობისთვის ქვეყანა ტექნიკურად მზადაა, ჩვენ ეს შეგვიძლია გამოვაცხადოთ ხვალ, ზეგ, მაგრამ არ შეიძლება ამის გამოცხადება, ეს არ არის თვითმიზანი. დღეს ჩვენ რომ გვაკლდეს ინსტრუმენტები იმისთვის, რომ პროცესი ვმართოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებდით, არ შეიძლება ამით სპეკულირება. ქართველი ხალხი არის ძალზედ გონიერი, დიდი გამოცდილების მქონე და შეუძლებელია, რომ მსგავსი მოწოდებებით ან რაღაც პანიკური განწყობების შექმნით ვინმე შეცდომაში შევიყვანოთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, არავითარი შიში, არამედ ეფექტური მოქმედება. sms გზავნილები დაწყებული ახლა, როდესაც ვნახეთ, შევაფასეთ და გადავწყვიტეთ, რომ მასობრივად იყო გასავრცელებელი ახლა,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.  

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA