24/01/201 699 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

თავისუფლების ინსტიტუტმა ივანიშვილის დისერტაციის შესამოწმებლად განათლების ცენტრს მიმართა

თავისუფლების ინსტიტუტი ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის, სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს. ამ მიზნით ორგანიზაციის წევრებმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართეს და ივანიშვილის დისერტაციასთან ერთად, ყველა ის მტკიცებულება გადასცეს, რის გამოც მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის ნაშრომი ვერ აკმაყოფილებს სამეცნიერო სტანდარტს და შეიცავს პლაგიატის ნიშნებს. ორგანიზაციის დირექტორი სალომე ხვადაგიანი ამბობს, რომ ორგანიზაციამ ბიძინა ივანიშვილის დისერტაცია, რომელიც მოსკოვში 1987 წელსაა დაცული, გასული წლის ნოემბერში მოიპოვა. ხვადაგიანის თქმით, ორგანიზაციამ ეს დისერტაცია დარგის ექსპერტთა ჯგუფს გააცნო, რომელთა საერთო დასკვნა შემდეგნაირია, რომ დისერტაცია როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად მინიმალურ აკადემიურ სტანდარტსაც კი ვერ პასუხობს. 
"დისერტაციას არ აქვს სქოლიო, ციტირების წესი არ არის დაცული, არ არის მითითება სხვა სამეცნიერო წიგენბთან თუ სტატიებთან, არ არის დამოწმება წყაროების,"- ამბობს ხვადაგიანი. თავისუფლების ინსტიტუტის განცხადებით, მათ აქვთ ასევე საფუძვლიანი ეჭვი, რომ ივანიშვილის დისერტაცია პლაგიატს შეიცავს. 
"განსაკუთრებით იმიტომ, რომ არის ნიშნები, რომლითაც ძალიან ჰგავს როგორც სტრუქტურით, ისე შინაარსობრივად ევგენი ნოვოჟიროვის 2 წლით ადრე დაცულ დისერტაციას. ამ და სხვა მიზეზების გამო ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ბატონმა ივანიშვილმა სამეცნიერო დისერტაცია მოიპოვა საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი მანკიერი გზით. ამიტომ, მივმართავთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, შეისწავლოს ბიძინა ივანიშვილის დისერტაციის შესაბამისობა არსებულ სტანდარტებთან და კვალიფიკაციებთან და დადგენილი წესით და კანონმდებლობით ჩამოართვას მას შეუსაბამო აკადემიური ხარისხი,"- ამბობს სალომე ხვადაგიანი. 
თავისუფლების ინსტიტუტის განცხადება განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა ჩაიბარა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA