23/08/21999 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა - მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში უნდა გამკაცრდეს რეგულაციები

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამოსავალი ისაა, რომ მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში რეგულაციები გამკაცრდეს, გაფართოვდეს ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა და კორონავირუსზე ტესტირება უფასო გახდეს.
როგორც ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში „უმძიმესი ვითარება და ქაოსია“.
„ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა. ის, რაც ხდება, ვერ შეფასდება, რომ რამის მართვა ან ორგანიზება მიმდინარეობს. გვაქვს ქაოსი. ასეთ მძიმე ვითარებას სჭირდება სისტემური მართვა, ანტიკრიზისული მართვა, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად გამოგვიყვანს ამ მდგომარებიდან. სამედიცინო პერსონალი უმძიმეს მდგომარეობაშია - წელიწადნახევარია ფაქტობრივად 24/7 რეჟიმში მუშაობს. რაც შეეხება გამოსავალს, გამოსავალი არის ერთადერთი - ჩვენ ვფიქრობთ, რომ მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, რომ გადაცემის ჯაჭვი შეწყდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდეს ვაქცინაციის შესაძლებლობა და ხელმისაწვდომობა, ასევე ტესტირების შესაძლებლობა - ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს უფასო ტესტირება, რომ დროულად მოხდეს ინფიცირებულთა გამოვლენა. სანამ ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობით დაახლოებით 60%-იან ნიშნულს არ მივაღწევთ, მანამდე ძალიან რთული იქნება რეგულაციების მოხსნა, რადგან ფატალური ვითარება გვაქვს“,- განაცხადა ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY