22/08/211 276 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მიხეილ სააკაშვილი ლვოვში, აფხაზეთის ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროს დაკრძალვას დაესწრო

1993 წელს აფხაზეთის ომში დაღუპული უკრაინელი სამხედრო, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეეწირა მშობლიურ ლვოვში დღეს დაკრძალეს. ამ დრომდე ის უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მისი იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზით ცოტა ხნის წინ მოხერხდა.
უკრაინელი ჯარისკაცის დაკრძალვას მიხეილ სააკაშვილი დაესწრო და უკრაინელი ხალხის ერთგულების შესახებ ისაუბრა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოს სირცხვილია, როდესაც ქვეყნის პრემიერმინისტრი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და ეს ფაქტი საერთოდ არ შეიმჩნია.
"უკრაინამ იბრძოლა საქართველოსთვის 36 უკრაინელი დაიღუპა აფხაზეთში და ქართველებმა გადავუხადეთ მათ ვალი აღმოსავლეთ ფრონტზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი გმირი ოფიცრები დაეცნენ აღმოსავლეთ ფრონტზე. მე მესმის, რომ ნამდვილი პრემიერმინისტრი არ არის, ვინც გუშინ და დღეს აქ იმყოფება, მაგრამ ფორმალურად ხომ მაინც ჰქვია საქართველოს მთავრობა, 1 ყვავილი მაინც გამოეგზავნათ, თუ თვითონ არ მოვიდნენ. თუ ბორშის ჭამას გადააყოლეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს არის შეურაცხყოფა არა მარტო უკრაინელების, ეს არის შეურაცხყოფა საქართველოსი, უპატივცემულობა ქართველი ერის. ეს არის საქართველოს გმირი, ნახეთ, ქართული დროშა ფრიალებს, ქართული დროშაა მის კუბოზე, საქართველოსთვის გასწირა თავი. 1 მოკითხვა არა, აგერ არიან! გვერდზე მაინც ჩაევლოთ, 1 ყვავილი გამოეგზავნათ, მრცხვენია, რომ ამდენი ხანი ამას ვითმენთ",- თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 
ცნობისთვის, პრემიერი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება. კიევში ის ლვოვიდან ჩაფრინდა, სადაც მას გუშინ უკრაინელმა კოლეგამ დენის შმიგალმა უმასპინძლა. ოფიციალური შეხვედრები კი დღეს სწორედ კიევში გაიმართება. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York