22/08/21922 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინა არის არამხოლოდ მეგობარი სახელმწიფო, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი

უკრაინა არის არამხოლოდ მეგობარი სახელმწიფო, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან დენის შმიგალთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ მინისტრმა განაცხადა, საქართველოსა და უკრაინას, როგორც მისწრაფებები აქვთ საერთო, ასვე ანალოგიური-იდენტური პრობლემები და გამოწვევები აქვს.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ოფიციალურად ვიმყოფებოდი ჩემს და ჩვენი ხალხისთვის გამორჩეულ, მეგობრულ სახელმწიფო უკრაინაში. მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ძალიან თბილი მასპინძლობისთვის.
პრემიერმა შმიგალმა გუშინ თავის მშობლიურ ქალაქში ლვოვში გვიმასპინძლა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს ძალიან დიდი პატივი იყო და მადლიერი ვარ ასეთი მასპინძლობისთვის.
უკრაინა და უკრაინელი ხალხი ჩვენთვის არის ძალიან ძვირფასი, ის არამხოლოდ მეგობარი სახელმწიფო არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიც არის და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები.
ბოლო ორი დღის განმავლობაში არაერთი საკითხი განვიხილეთ, რომელიც ჩვენს ორ მეგობარ სახელმწიფოს აკავშირებს, ფაქრთო სპექტრის საკითხებს, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების, ვაჭრობას და ეკონომიკას და ზოგადად ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენ ერთის მხრივ გვაქვს საერთო მისწრაფებები, როგორც უკრაინა, ასევე საქართველო მივისწრაფვით, რომ გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნა და მეორეს მხრივ გვაქვს ანალოგიურ - იდენტური პრობლემები და გამოწვევები. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი პატივისცემა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ - მინისტრსა და პრეზიდენტს მათ მიერ ყოველთვის გაცხადებული საჯარო, მტკიცე მხარდაჭერისათვის.
ხვალ პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივაზე მივიღებ მონაწილეობას, რომელიც ყირიმის პლატფორმის შექმნას უკავშირდება, ჩვენ კიდევ ერთხელ შევაფასებთ ყირიმის დროებით ოკუპაციას”, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, უკრაინელ კოლეგასთან განიხილა, „მძიმე მდგომარეობა, რომელიც ამჟამად არის დროებით სეპარატისტულ რეგიონებში”.
„ასევე მიმოვიხილეთ საკითხები, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას უკავშირდება, აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს, მოგეხსენებათ უკვე 13 წელი გავიდა ომიდან და ჩვენი ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA