21/08/211 065 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ეს არის ხალხის გენოციდი, შეგნებული განადგურება და მკვლელობა საკუთარი მოქალაქეების - მიხეილ სააკაშვილი კოვიდსტატისტიკაზე

დილა მშვიდობისა, თუმცა არაფერი მშვიდობის ამ დილას არ სჭირს, კოვიდისგან საქართველოში 80-მდე ადამიანის სიკვდილი დაფიქსირდა - საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში დღეს დაფიქსირებულ საგანგაშო კოვიდსტატისტიკას გამოეხმაურა. 
მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მიმართვაში ამბობს, რომ სპეციალისტებს ესაუბრა, რომლებმაც უთხრეს, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში დაღუპულთა რაოდენობა 100-ს გადასცდება, რადგან ბევრი ადამიანი ინტუბაციაზეა და ხელოვნურად უხანგრძლივებენ სიცოცხლეს. 
"თავიდან არავინ არ იცოდა ამ ეპიდემიის მართვა, მაგრამ ხალხმა ისწავლა მსოფლიოში ეპიდემიის მართვა, შემდეგ შემოვიდა ვაქცინა და აიცრნენ. საქართველოში იტყუებოდნენ, რომ იცოდნენ მართვა და შემდეგ ხელოვნურად არ შემოიტანეს ვაქცინა ივანიშვილის განკარგულებით. მე თვითონ ვუშოვე ვაქცინა და ამაზე თქვა მთავრობამ უარი, რამდენიმე სხვა ქვეყანამ შესთავაზა, სანამ ძალით არ შეტენეს ამერიკელებმა, არც იღებდნენ ამ ვაქცინას. ხელოვნურად არ შემოჰქონდათ ვაქცინა, იმიტომ, რომ ივანიშვილს უნდა არჩევნებისთვის ხალხი იყოს სახლში, დაწეროს ნებისმიერი ციფრი და ივანიშვილს უნდა, რომ ვინც ვერ გააგდო კომბოსტოს საკრეფად გერმანიაში ის უბრალოდ დახოცოს. ეს არის ხალხის გენოციდი და უნდა ითქვას რაზეა აქ საუბარი. ჩვეულებრივად განადგურებენ ხალხო!
ყველა ომში ერთად აღებული საქართველოში არ დაღუპულა და არ დაიღუპება ამდენი ადამიანი, რამდენიც იღუპება ამ დაავადებისგან, რომელიც არის ხელოვნურად გაკეთებით თავისი რუსი ტურისტებით, შეზღუდვების მოხსნით არასწორ დროს. ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებით, როცა საჭირო არ იყო და არ დაწესებით, როდესაც ყველაზე მეტად იყო საჭირო. ეს არ არის უნიათობა და უუნარობა, ეს არის შეგნებული განადგურება და მკვლელობა საკუთარი მოქალაქეების. ასე რომ, ან ყველაფერს ვაჩერებთ, ან საერთოდ რაზეა საუბარი. მე ვიბრძოლებ ამისთვის ბოლომდე",- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით  74 ადამიანი გარდაიცვალა ბოლო 24 საათში - დადასტურდა ინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევა 
 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York