20/08/211 225 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

რუსი ოკუპანტები გრემისხევთან - სუს-ი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გრემისხევის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ უკანონო აქტივობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ  გრემისხევთან საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობა 2011 წლიდან ფიქსირდება.
"დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების ნიშნები ფიქსირდება 2011 წლიდან, რა პერიოდშიც აღნიშნულ ტერიტორიაზე უკანონოდ აღიმართა საოკუპაციო ძალების ე.წ. სათვალთვალო პუნქტი. უკანონო ინსტალაციების აღმართვა მომდევნო წლებშიც გაგრძელდა და ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში უკანონოდ აღიმართა ე.წ. საგუშაგო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდება საოკუპაციო ძალების თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება. ყოველ ცალკეულ შემთხვევაზე აქტიურდება ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. მსგავსი შემთხვევები წარმოადგენს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგის მთავარ საკითხს. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, გამონაკლისს არც მცხეთა-მთიანეთის მიმართულებაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები წარმოადგენენ, რაზედაც სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპაციასთან დაკავშირებული თემების გაშუქება მოითხოვს საკითხისადმი ზუსტ და ფრთხილ დამოკიდებულებას, რათა არ დაზიანდეს სახელმწიფოს მიერ დეოკუპაციის მიმართულებით წარმოებული პოლიტიკა და არ მოხდეს ადგილობრივ მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის დანერგვა", - აცხადებს სუს-ი.
გრემისხევთან ოკუპანტების საგუშაგოს შესახებ ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობამ გაავრცელა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA