20/08/21773 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნათია თურნავა - ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციები მომდევნო თვეებში აისახება უმუშევრობის დონის შემცირებასა და დასაქმების ზრდაზე

2021 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული უმუშევრობის ზრდის ტენდენცია უკავშირდება წინა წლის მეორე კვარტალში დაწესებულ შეზღუდვებს. კერძოდ, ის პირები, რომლებმაც შარშან დაკარგეს სამსახური, სტატისტიკურად უმუშევართა სტატისტიკაში მომდევნო პერიოდში აისახნენ. ეს გარემოება, დიდწილად ხსნის მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის ზრდას, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.
ნათია თურნავას შეფასებით, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შეზღუდვების ფონზე უმუშევრობის და სიღარიბის ზრდა გლობალური პრობლემაა და შესაბამისად, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.
„ჩვენი სახელმწიფო პროგრამები და ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ასევე ის პოზიტიური ტენდენციები, რომლებიც ფიქსირდება ეკონომიკაში, უკვე მომდევნო თვეებში აისახება უმუშევრობის დონის მნიშვნელოვან შემცირებასა და დასაქმების ზრდაში. ცალსახად პოზიტიურია ის გარემოება, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის აქტიურობის დონე 50.3 პროცენტიდან 51.4 პროცენტამდე, ხოლო თავად სამუშაო ძალა 44.1 ათასით გაიზარდა" , - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე განმარტებით, ეს ცალსახად უკავშირდება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის უპრეცედენტოდ მაღალ - 30 პროცენტიან ზრდას და იმ სახელმწიფო პროგრამებს, რომლებსაც სახელმწიფო აქტიურად ახორციელებს. მათ შორის, ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირების მიმართულებით.
მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის აღდგენა მომდევნო თვეებში პოზიტიურად აისახება დასაქმების ზრდასა და უმუშევრობის დონის შემცირებაზე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,