20/08/211 403 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გურამ მაჭარაშვილი - როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობასა" და მის დანაყოფებს გათავისებული აქვთ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობასა" და მის დანაყოფებს გათავისებული აქვთ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ და კანდიდატებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არჩევენ, - აღნიშნულ შეფასებას უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აკეთებს.
მაჭარაშვილის თქმით, ფოთში მერობის კანდიდატად ჯერ თინა ბოკუჩავას, ხოლო შემდეგ გიგი უგულავას დასახელება იმას ნიშნავს, რომ მათ ეს მუნიციპალიტეტი წილისყრით შეხვდათ, რადგან არც ერთს ფოთთან ბმა არა აქვს.
„მგონი, ოპოზიციას დაავიწყდა, რა ტიპის არჩევნები ტარდება 2 ოქტომბერს. 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, რაც მერებისა და საკრებულოების წევრების არჩევას ნიშნავს. ჩვენ კანდიდატებს იმის მიხედვით ვარჩევთ, ვინ რომელ მუნიციპალიტეტში უკეთ შეასრულებს მერისა და საკრებულოს წევრის ფუნქციებს. კანდიდატები სწორედ ამის გათვალისწინებით შევარჩიეთ. ოპოზიცია ძიებაშია, ხოლო ვინც წარადგინა, არის ან ოჯახის წევრი ან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული კანდიდატი. წარდგენილი კანდიდატების უმრავლესობას მუნიციპალიტეტთან ბმა არ გააჩნია", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილი იმასაც ამბობს, რომ რთული წარმოსადგენი არ არის, თუ როგორი იქნება უგულავას შანსები ფოთში.
„როგორ წარმოუდგენია თავად უგულავას, რომ ფოთის მერად იმუშავებს და ამომრჩეველი მას ამის მანდატს გადასცემს?! მანაც კარგად იცის, რომ ეს არასდროს მოხდება", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA