19/08/211 076 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში კორონავირუსით მესამედ დაინფიცირების შემთხვევა ოფიციალურად ჯერ არ გვაქვს დადასტურებული

მესამედ დაინფიცირების შემთხვევა ოფიციალურად ჯერ არ გვაქვს საქართველოში დადასტურებული, თუმცა არის სავარაუდო შემთხვევები, როცა პაციენტი ამბობს თვითონ, რომ მესამეჯერ დამემართაო , - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, მესამედ დაინფიცირების შესახებ ვარაუდს პაციენტები გამოთქვამენ, თუმცა ლაბორატორიულად დადასტურებული არაა, რადგან პირველი ორი ინფიცირების შემთხვევაში გაკეთებული ტესტის მასალა არ არის შენახული.
„დადასტურებული მესამედ ინფიცირების შემთხვევა არცერთი არ გვაქვს. არის სავარაუდო შემთხვევები, როცა პაციენტი ამბობს თვითონ, რომ მესამეჯერ დამემართაო, მაგრამ ეს რომ დაადასტურო, უნდა გქონდეს პირველი ორი დაინფიცირების დროს გაკეთებული ტესტის შენახული მასალა. ეს არ გაკეთებულა, თვითონ პაციენტი ამბობს, რომ მე მქონდა შარშან აგვისტოში, მერე მქონდა ოქტომბერში და ახლაც დამემართა, მაგრამ პაციენტის ნათქვამი , შეიძლება მოისმინო და შეაფასო როგორც შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევა, მაგრამ არავითარი გარანტი არ არის, რომ პაციენტი რასაც ამბობს, ნამდვილად სიმართლეა. შეიძლება, მას ჰგონია, რომ მესამედ დაემართა, მაგრამ პირველი ორიდან რომელიმე არ იყო. ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის და ამას, ჩვეულებრივ, ლუგარის ლაბორატორია ადასტურებს ხოლმე, როცა ასეთი უნიკალური შემთხვევაა. მეორეჯერ დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა გვაქვს, მაგრამ მესამე შემთხვევა არ არის და ყველას ვეუბნებით, რომ საქმე გვაქვს შესაძლო შემთხვევასთან“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ