17/03/201 591 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია, რომ პიკში არ შევიდეთ

ჩვენ ახლა ვმართავთ პროცესს იმისთვის, რომ პიკი იყოს მართვადი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობის მიზანია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით პროცესი პიკში საერთოდ არ შევიდეს.
„ჩვენ ახლა ვმართავთ პროცესს იმისთვის, რომ პიკი იყოს მართვადი. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება ჩვენი მართვის ხარისხი. საერთოდ, ჩვენი მიზანია, რომ პიკში არ შევიდეთ. ეს ის პროცესია, რომელშიც ყველას ერთად გვჭირდება მუშაობა. როდესაც ვამბობთ სამოქალაქო თვითშეგნებას და პასუხისმგებლობას, ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები. ყველა ხომ ვხვდებით, რომ გლობალურად სამყარო შეცვლილია, სხვა გამწვევების წინაშე ვდგავართ ადამიანის ჩვეულებრივი ქცევები იცვლება. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ტრანსფორმაცია ჩვენ ქვეყანაში მოხდეს რაც შეიძლება ეტაპობრივად, რაც შეიძლება ეფექტურად და ნაკლები მსხვერპლის გაღების გარეშე. როდესც ჩვენ მსხვერპლს ვამბობთ, არ ვგულისხმობთ მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას“,- განაცხადა პრემიერმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 40

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
NO IMAGE
  • 0

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA