19/08/211 345 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი ღარიბაშვილი - „ნაცმოძრაობა“ მოქალაქეებს სთავაზობს დესტაბილიზაციას, ქაოსს, რევოლუციას, ომებს, ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვთავაზობთ განვითარებას, განვითარებას, განვითარებას

„ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობს მოქალაქეებს დესტაბილიზაციას, ქაოსის შემოტანას, რევოლუციას და ომებს, ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვთავაზობთ განვითარებას, განვითარებას, განვითარებას, მშვიდობას და სტაბილურობას, - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულიყო.
„რამდენიმე წუთით, მე მინდა, პოლიტიკური სიტუაცია შევაფასოთ, ვიცი რა, ვის წინაშეც გამოვდივარ - გურულები არ მაპატიებთ არასწორი შეფასების გაკეთებას. მე და ჩვენი გუნდი ვსაუბრობთ რეალურ გეგმებზე, გაკეთებულ საქმეებზე და იმ კონკრეტულ გეგმებზე, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. მოვუსმინოთ კიდევ ერთხელ, რას გვთავაზობენ ჩვენი ოპონენტები - „ნაციონალური მოძრობა“, რომლის ხელწერაც კარგად მოგეხსენებათ, რაც იყო - ტერორი, წამება და ჩაგვრა ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ხალხის. მოჩვენებითი, ფასადური, ფრაგმენტული პროექტების ჩათვლით. ისინი სთავაზობენ მოქალაქეებს დესტაბილიზაციას, ქაოსის შემოტანას, რევოლუციას და ომებს. ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვთავაზობთ განვითარებას, განვითარებას, განვითარებას და მშვიდობას და სტაბილურობას. ამას გარდა ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად გაგვეძლიერებინა. ჩვენ, ბოლო წლებში, ძალიან მოკლე ვადებში შევძელით ხელშესახები, ისეთი ხელშესახები პროექტების და პროგრესის მიღწევას, როგორიც არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, უვიზო რეჟიმის ამოქმედება, რომელიც მანამდე მართლაც წარმოუდგენელი იყო. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან, გავხსენით ბაზრები რუსეთთანაც. მე ვიცი ძალიან კარგად, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერებისთვის, რაც შეიძლება მეტი ბაზრების ათვისება. ჩვენ ყველა ბაზარი და ყველა ქვეყნის პოტენციალი უნდა ავითვისოთ და გამოვიყენოთ საჩვენოდ დაა ჩვენი ფერმერების სასიკეთოდ. ეს უნდა იყოს ჩვენი პრაგმატული გონივრული პოლიტიკის მთავარი მიმართულებები. ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს ნატო-სთან მიმართებაში. გვქონდა რეალური, ხელშესახები პროგრესი და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, იქნება ეს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ აქვს სერიოზული მიღწევები, მაგრამ ჩვენ ამ მიღწევებით არ ვკმაყოფილდებით. გვინდა მეტი პროგრესი დ განვითარება. განვითარება ყველა რეგიონს, ქალაქს დ მუნიციპალიტეტს. ჩვენ ასევე ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტების განხორციელება, რაც ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტში. ოზურგეთში ჩვენ დავიწყეთ სამუშაოები და ეს გახდება ახალი მიზიდულობის ცენტრი ახალგაზრდებისთვის, დამსვენებლებისთვის, ტურისტებისთვის. ყველა მუნიციპალიტეტში, ჩემი დავალებით ტურიზმის დეპარტამენტი ამზადებს ახალ პროექტებს, ყველგან შევქმნით დამატებით ტურისტულ ლოკაციებს, რომელიც კიდევ უფრო მეტ დასაქმებას და მეტ კეთილდღეობას მოიტანს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA