17/08/211 543 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

დაჭრილები ზვიადაურმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თავად კი პოლიციას ჩაბარდა - თვითმხილველები მკვლელობის შესახებ

სამი მოკლული, ორი დაჭრილი - წინანდალში მომხდარი მკვლელობისთვის ორი პირი დააკავეს.  დაპირისპირება ე.წ. მუხიანის ტყეში ძმებ ზვიადაურებს, მათ მეგობარსა და მათთან დაპირისპირებულ მუშებს შორის დაიწყო.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, მუხიანის ტყე, ტყის ფონდიდან ცოტა ხნის წინ, იქ დაწყებული სამშენებლო სამუშაოების გამო ამოიღეს. სამშენებლო ობიექტის მიმართ ინტერესი ჰქონდათ, ძმებ ზვიადაურებსა და მათთან დაპირისპირებულ მუშებს. ტერიტორიაზე დაპირისპირებას არაერთხელ ჰქონდა ადგილი, ინფორმაციას "მთავარ არხთან" თვითმხილველებიც ადასტურებენ.
რაც შეეხება გუშინ, 16 აგვისტოს მომხდარ მკვლელობას, ირკვევა, რომ ზვიადაურებთან დაპირისპირებული მუშები ტერიტორიაზე ერთ-ერთის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, რა დროსაც ძმები ზვიადაურები და მათი მეგობარი, ადგილზე მივიდნენ და მუშებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. სწორედ ამას მოყვა ადგილზე ჯერ ურთიერთშელაპარაკება, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირება.
ცეცხლი თავდაპირველად მუშების მიმართულებით, ზვიადაურების მეგობარმა, ვასილ ცეცხლაშვილმა გახსნა, რასაც დაპირისპირებული მხარის, ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო გასროლა მოჰყვა. კენჭოშვილის გასროლის შედეგად 2 პირი გარდაიცვალა, ორი კი დაიჭრა, გარდაცვლილებს შორის იყო ზურაბ ზვიადაურის ძმაც. ამის შემდეგ, ნიკა კენჭოშვილის მიმართულებით ცეცხლი გახსნა ზურაბ ზვიადაურმა.
ადგილობრივების თქმით, სროლის ხმა ადგილზე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ისმოდა.
დაპირისპირების შემდეგ, ზურაბ ზვიადაურმა დაჭრილ პირები მანქანაში თავად ჩასვა და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თავად კი პოლიციას ჩაბარდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,