რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პუტინისთვის საპრეზიდენტო ვადის განულება კანონიერად ცნო
რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 16 მარტს დაადგინა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მას საშუალებას მისცემს პრეზიდენტის პოსტი კიდევ ორი ვადით დაიკავოს, კანონიერია. 10 მარტს რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ საპრეზიდენტო ვადების განულებას. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ცვლილებას მხარი დაუჭირა 380-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 43.თავად პუტინმა თქვა, რომ ეს ცვლილება შესაძლებელი იყო იმ შემთხვევში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მას კანონიერად ცნობდა.
პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, თუმცა ახალი ცვლილება მას ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს კიდევ ერთი, ან ორი ვადით იყაროს კენჭი და ძალაუფლებაში კიდევ 6 ან 12 წლით დარჩეს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე პუტინი უარყოფდა 2024 წლის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობას, თუმცა ბოლო ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთს ძლიერი პრეზიდენტი სჭირდება.
საკონსტიტუციო ცვლილებები ვლადიმერ პუტინმა 15 იანვარს ფედერალური საბჭოსადმი მიმართვაში წარადგინა.