საქართველომ გაგზავნა მოთხოვნა პრეპარატზე, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენონ
საქართველომ გაგზავნა მოთხოვნა პრეპარატზე, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენონ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველომ შესაძლოა, კომპანია “გილიადის” მიერ შექმნილი პრეპარატი „remdesivir“, (რომელიც ამჟამად კლინიკური ტესტირების მე-3 ეტაპს გადის) მანამდე მიიღოს, სანამ მას გაყიდვაში ოფიციალურად ჩაუშვებენ.
„ერთადერთი მედიკამენტი, რომელიც ახლოს არის ოფიციალურ აღიარებასთან, ეს არის „remdesivir“, რომელსაც ამერიკაში სწავლობენ. იგი „ებოლას“ ვირუსის სამკურნალოდ შეიქმნა, თუმცა იქ არ იმუშავა, მაგრამ კორონავირუსის შემთხვევაში მგონი, მუშაობს. ამერიკის ჯანდაცვის ერთ-ერთი ინსტიტუტის დირექტორი ჩვენი პარტნიორია და მისგან ვიცით, რომ შესაძლოა, ეს მედიკამენტი რეკომენდებული იყოს ახლო მომავალში. ჩვენც გავაგზავნეთ უკვე თხოვნა, რომ სანამ რეკომენდებული არაა და გაყიდვაში არ არის, შესაძლოა, გამონაკლისის სახით მოგვაწოდონ“, – განაცხადა ცერცვაძემ.