კრემლი რუსეთში 20 000-მდე ინფიცირებულის არსებობას უარყოფს
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია ინფიცირებულთა რეალური რაოდენობის დამალვის თაობაზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლება თავად არის დაინტერესებული, მოქალაქეებს ინფიცირების ყველა შემთხვევის შესახებ აცნობოს, რათა დადგინდეს პაციენტის ყველა კონტაქტი და სიტუაციის ლოკალიზება მოხერხდეს.
მანამდე სოციალურ ქსელ «Вконтакте»-ში და WhatsApp-ის ჯგუფურ ჩატებში გაჩნდა ცნობები რუსეთში რეალურად 20 ათასამდე ინფიცირებულის შესახებ.
მოგვიანებით გენერალური პროკურატურის მოთხოვნით სოცქსელებიდან ინფორმაცია წაშალეს.
5 მარტიდან მოსკოვში მომეტებული მზადყოფნის რეჟიმი მოქმედებს, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, ირანიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან ჩასულები ვალდებულები არიან, 14 დღის განმავლობაში შინ თვითიზოლაციის რეჟიმი დაიცვან. ქალაქში აკრძალულია მასობრივი ღონისძიებები 5 ათასზე მეტი მოქალაქის მონაწილეობით. 16 მარტიდან მოსკოვისა და მიმდებარე რაიონების სკოლებში თავისუფალი დასწრება შემოიღეს.
ამასთან, მოსკოვში ტრანსპორტისა და დაწესებულებების მუშაობის შეზღუდვა არ იგეგმება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა. მისივე თქმით, დედაქალაქის ხელისუფლება მთავარ ამოცანად რისკ-ჯგუფებთან მუშაობას მიიჩნევს.

-
9 საათზე, 21 სექ
-
9 საათზე, 21 სექ
-
9 საათზე, 21 სექ
-
8 საათზე, 21 სექ
-
8 საათზე, 21 სექ
-
8 საათზე, 21 სექ
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი