15/03/201 558 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მაია ცქიტიშვილი მოსახლეობას - ძალიან ბევრი ზეთით, მაკარონით, შაქრით, ან მარილით ხელში არ აღმოვჩნდეთ, რომელსაც რამდენიმე დღეში აღმოვაჩენთ, რომ არ გვჭირდებოდა

ჭარბი რაოდენობით გარკვეული პროდუქციის შესყიდვის არანაირი საჭიროება არ დგას. ძალიან ბევრი ზეთით, მაკარონით, შაქრით, ან მარილით ხელში არ აღმოვჩნდეთ, რომელსაც მერე, რამდენიმე დღეში აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ არ გვჭირდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ცქიტიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეები ყველა ერთად გავერთიანდეთ ამ თვალსაზრისითაც, ჩვენი პასუხისმგებლობა, სოლიდარობა მათ შორის გამოიხატება იმაში, რომ ჩვენც არ ავყვეთ ზედმეტ ემოციებს, პანიკას, ძალიან კარგად გვქონდეს გააზრებული, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, ბიზნესი ძალიან მჭიდროდ და ძალიან კოორდინებულად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვრიცხოთ ნებისმიერი სახის შეფერხება.
ამ ეტაპზე რაიმე სახის პანიკური შესყიდვის, რაიმე სახის განსაკუთრებული ქმედებების აუცილებლობა არ დგას. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პროდუქციასაც გარკვეული ვადა აქვს და მერე შეიძლება ჩვენი ოჯახები ჩვენ თვითონ მოვაკლოთ შემოსავალს და აღმოვჩნდეთ ძალიან ბევრი, ზეთით, მაკარონით, შაქრით, ან მარილით ხელში, რომელსაც მერე რამდენიმე დღეში აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ არ გვჭირდებოდა. რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში არაორდინალური ვითარებაა, მაგარამ ასევე თქვენ ხედავთ უკლებლივ ყველა ნაბიჯს წინასწარ რომ ვთვლით, ვახორციელებთ ბევრ პრევენციულ ღონისძიებას, აქტიურად ვმუშაობთ ყველა სექტორის წარმომადგენელთან, ეს იქნება სავაჭრო, ფარმაცევტული, სამედიცინო, თუ სხვა სექტორი, ყოველდღიურ რეჟიმში ყველა ჩვენი სამთავრობო უწყება და რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკის სექტორის ყველა წარმომადგენელი აქტიურად მუშაობს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის მოლარე, კონსულტანტი მაღაზიაში, გამყიდველი, თუ ნებისიერი ის ადამიანი, რომელიც დღეს საჯარო სექტორს ემსახურება. ყველა ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებას, მადლობას თითოეული მოქალაქის მხრიდან. მნიშვნელოვანია ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სექტორი გვეუბნება და არავითარ შემთხვევაში პანიკას არ ავყვეთ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 21 სექტემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 სექ
    • კურიერი - 21 სექტემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 სექ
    • მოამბე 21 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 სექ
    • პირველები - 21 სექტემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 სექ
    • ფორმულა 20:00 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 სექ
    • ქრონიკა 20:00 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ანეგდოტების შოუ - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • სხვა რაკურსი - 21 სექტემბერი, 2023. თეკლა ნაჭყებია • დარიკო მატკავა  “სხვა რკურსის” მოგზაურობა თურქეთში
      21 სექტემბერი
    • ღამის მთავარი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • პირველი ხაზი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • მრგვალი მაგიდა — 21 სექტემბერი, 2023. ხელისუფლება რუსეთის აგენტის ფარად
      21 სექტემბერი
    • კაცები - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • სანაია - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • რეაქცია - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • სპექტრი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის ამბები - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA