14/03/201 052 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რესპუბლიკური საავადმყოფო - კორონავირუსი ჩვენთან ჯერ არ დაფიქსირებულა - სავარაუდოდ, რამდენიმე პაციენტი დატოვებს დღეს კლინიკას

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, თეა თავართქილაძის ინფორმაციით, კლინიკაში ამჟამად 29 პაციენტი იმყოფება. მისივე განმარტებით, ორ პაციენტს გუშინ კორონავირუსის არსებობაზე ტესტი ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითია.
„ამჟამად ჩვენთან კლინიკაში იმყოფება 29 პაციენტი. სავარაუდოდ, რამდენიმე პაციენტი დატოვებს დღეს კლინიკას. ყველა პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ღამის განმავლობაში 2 პაციენტთან დაფიქსირდა ტემპერატურის მატება, 37,3-მდე. მათი მდგომარეობა დღეს დამაკმაყოფილებელია, თავს კარგად გრძნობენ. გუშინ ორ პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება ვირუსზე, ორივე პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი ჩვენთან ჯერ არ დაფიქსირებულა,“- განაცხადა თეა თავართქილაძემ. მისი თქმით, პაციენტები იმყოფებიან მუდმივი მონიტორინგის ქვეშ და უტარდებათ ყველა საჭირო კვლევა.
„ამ ეტაპზე ყველა პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ერთი ახალი პაციენტი შემოვიდა, ერთს ველოდებით. ჩვენ შეგვიძლია დღეს მივიღოთ 15-მდე პირი. ახალი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა არ უფიქსირდება. ჰქონდა მცირე ჩივილები, რის გამოც მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს, ჩატარდა იქ ტესტირება, უარყოფითია ტესტი და გადმოყვანილია ჩვენს კლინიკაში დაკვირვების მიზნით,“- განაცხადა თეა თავართქილაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 0

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 0

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA