14/03/201 387 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 19 პაციენტს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და ყველაზე უარყოფითი პასუხი მიიღეს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 19 პაციენტს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და ყველა პაციენტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 44 პაციენტი რჩება.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ ერთ-ერთ პაციენტს, რომლის მდგომარეობაც შედარებით მძიმე იყო, ეზუგბაიას განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და კიდევ უფრო გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ.
„გუშინ 19 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა და კვლავ 19 პაციენტთან პასუხი უარყოფითი იყო. ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 44 პაციენტი. ამ 19 პაციენტის მიღებული პასუხებიდან ხდება შეფასება საკარანტინო სივრცეში მათი გადაყვანის შესახებ და ეს პროცესი გაგრძელდება. გარდა ამისა, შემოვიდა 7 ახალი პაციენტი, რომელთანაც მოხდება ტესტის აღება კორონავირუსზე და დღის მეორე ნახევარში მათი მდგომარეობაც იქნება ცნობილი.
დილის მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. იმ პაციენტის, რომელიც შედარებით მძიმედ იყო, მდგომარეობა სტაბილურია. ტემპერატურა აღარ აცილებია 37.7-ს. უნდა ველოდოთ მისი მდგომარეობის თანდათანობით გაუმჯობესებას. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა რჩება უცვლელი. სულ გვიწევს 7 პნევმონიით, ერთი იყო მძიმე, მეორე საშუალო სიმძიმის, დანარჩენის მდგომარეობა იყო მსუბუქი და პნევმონიის მიმდინარეობაც იყო მსუბუქი. ჯერჯერობთ, არც ერთთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. მდგომარეობა სტაბილურია და თანდათანობით მოხდება ამ პაციენტების კვლევა, დიაგნოსტირებიდან მე-14 დღეს და მიღებული პასუხებიდან გამომდინარე, გაგრძელდება მათი კვლევა და შეფასებითი ნაწილი თქვენც მოგეწოდებათ”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA