ნიკა მელია - უპრეცედენტოა, როცა განსხვავებული პარტიები დღეს ვთანხმდებით ფუნდამენტურ - სასამართლო რეფორმის საკითხზე
ამ შეთანხმების მრავალპარტიული ბუნება არის გარანტია, რომ მომავალი ხელისუფლების პირობებში ერთხელ და სამუდამოდ ნანატრი დამოუკიდებელი, ობიექტური და სამართლიანი სასამართლო ექნება ქვეყანას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სასამართლო რეფორმის კუთხით გასატარებელი რეფორმის თაობაზე გაფორმებული მემორანდუმის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მემორანდუმი არის იმის გარანტია, რომ სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იქნება.
„უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ძალიან ხშირად, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ვთანხმდებით, დღეს ვთანხმდებით ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმის საკითხზე, რაც ნამდვილად მისასალმებელია, ვინაიდან ეს არის გარანტია, რომ წელს ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხების შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ სასამართლო იქნება თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის - ესაა მრავალპარტიული ბუნება ამ შეთანხმებისა, რომელიც ასევე გახლავთ გარანტია, რომ მომავალი ხელისუფლების პირობებში ერთხელ და სამუდამოდ ნანატრი დამოუკიდებელი, ობიექტური და სამართლიანი სასამართლო ექნება ქვეყანას და როგორც მინიმუმ აღარ შეეშინდება მოქალაქეს მოსამართლის. ამიტომ არის ეს მისასალმებელი და სიამოვნებით ხელს აწერს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შეთანხმებას,“- განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისათვის, 20-მდე ოპოზიციურმა პარტიამ სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ "2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ, სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მისაღწევად და მისდამი ნდობის სწრაფად გაჩენის მიზნით, განახორციელებენ რეფორმებს და დაისახავენ სხვადასხვა ამოცანას".