23/01/201 229 ნახვა წყარო: rustavi2.geფოტო: rustavi2.ge

"კორუფციის აღქმის ინდექსით" საქართველოს შედეგი გაუარესდა

"კორუფციის აღქმის ინდექსით" საქართველოს შედეგი ორი პუნქტით გაუარესდა. კვლევას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სამდივნო აქვეყნებს. 2019 წლის კვლევაში, სადაც 180 ქვეყანაა შეფასებული, საქართველო 44-ე ადგილზე გადავიდა. თუმცა ის 56 ქულით ევროპისა და შუა აზიის რეგიონის ლიდერ სახელმწიფოდ რჩება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აღნიშნავს, რომ რეგიონში საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ სამ ქვეყანას: საქართველოს, ბელარუსსა და მონტენეგროს აქვს. რეიტინგის ბოლოშია თურქმენეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი. 2019 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალია დანიასა და ახალ ზელანდიაში (87 ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი - სომალიში. რეგიონის ქვეყნებიდან, 2019 წლის ინდექსში, 2018 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სომხეთისა და აზერბაიჯანის შედეგები.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" სამდივნოს მიერ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შედეგების გამოქვეყნებულ ანალიზში ვკითხულობთ, რომ "სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია კერძო სუბიექტების ხელში მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება რეგიონში. საკვანძო ინსტიტუტებზე არაჯეროვანი გავლენა კვლავაც ძირითადი გამოწვევაა პოლიტიკური სისტემის კეთილსინდისიერებისთვის საქართველოში, რომლის შედეგიც კორუფციის აღქმის ინდექსში ორი ქულით გაუარესდა გასულ წელთან შედარებით." "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" შეფასებით, 2019 წლის ინდექსში საქართველოს შედეგი მიუთითებს, რომ გადაუჭრელი რჩება ის პრობლემები, რაც გასული წლის ანგარიშში იყო ხაზგასმული, ესენია:
ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში.
კორუფცია და პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში.
სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება.
მთავრობის მიერ ორგანიზებული თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე.
დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების არარსებობა.
შედეგთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოშიც":
"კლება არის განპირობებული იმით, რომ ქვეყანაში არ ტარდება ეფექტური ანტიკორუფციული რეფორმები, კვლავაც შეინიშნება არაფორმალური გავლენები მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტებზე, - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI