28/06/21931 ნახვა წყარო: radiotavisupelba.geფოტო: radiotavisupelba.ge

შავ ზღვაში დაიწყო ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მასშტაბური წვრთნები

შავი ზღვის უკრაინის აკვატორიაში დაიწყო მასშტაბური სამხედრო წვრთნები Sea Breeze 2021, რომლის ორგანიზატორები არიან აშშ-ის მეექვსე ფლოტი და უკრაინის სამხედრო-საზღვარო ძალები. წვრთნაში მონაწილეობს ნატოს წევრი და პარტნიორი 32 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. სწავლება Sea Breeze უკვე ოცი წელია ტარდება, თუმცა, ამდენი მონაწილე არასდროს ჰყოლია.
სწავლებაში ჩართულია 5 ათასამდე სამხედრო, 32 გემი, 40 საფრენი აპარატი და სპეცდანიშნულების და მყვინთავების 18 რაზმი.
წვრთნებში მონაწილეობისთვის 26 ივნისს, ოდესის პორტში შევიდა ამერიკული სარაკეტო გემი „როსი“.
სამხედრო წვრთნები წარიმართება სხვადასხვა, მათ შორის, სადესანტო გემების შეჯახების, ხმელეთზე მანევრების, წყალქვეშა ოპერაციების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სცენარით. სწავლებაში მონაწილეობს ნატოს მეორე სამხედრო-საზღვაო დაჯგუფება. მანევრები 23 ივლისამდე გაგრძელდება.
წვრთნების დაწყებამდე რუსეთის საელჩომ აშშ-ში განაცხადა, რომ Sea Breeze-ის „მასშტაბურობა და აშკარად აგრესიული ხასიათი არანაირად არ შეესაბამება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების რეალურ ამოცანებს, ზრდის არამიზანმიმართული ინციდენტების რისკებს და კიევის მილიტარისტული განწყობების წახალისებაა“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნატოს ძალების მონაწილეობით შავ ზღვაში მიმდინარე სწავლებას ყურადღებით დააკვირდებიან.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY