12/03/201 744 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

CNN შენგენის ზონის იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომელზეც აშშ-მა შეზღუდვები დააწესა

CNN-მა იმ ევროპული ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომელზეც აშშ-მა შეზღუდვები დააწესა. გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვები შენგენის ზონის შემდეგ ქვეყნებს ეხება: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ლატვია, იტალია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.
ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიასთან განმარტებები გააკეთა და განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკის კეთილდღეობაა.
„ჩვენ ვირუსთან ბრძოლის კრიტიკულ პერიოდში ვართ. ჩვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩინეთთან მიმართებაში. ახლა ჩვენ ასე უნდა მოვიქცეთ ევროპასთან. ამას არ გადავდებთ. არადროს შევყოვნდები მივიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, რომ ამერიკელების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დავიცვა. ჩემთვის უპირველესი ამერიკის კეთილდღეობაა“, - აღნიშნა ტრამპმა. მისივე თქმით, ამერიკა ამ ბრძოლიდან უფრო ერთიანი და ძლიერი გამოვა.
„თანაგრძნობითა და სიყვარულით ჩვენ დავეხმარებით მათ, ვინც ავად არის, მოვუვლით, ვისაც ეს სჭირდება, ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს დავეხმარებით და ამ ბრძოლიდან უფრო ძლიერი და ერთიანი გამოვალთ, ვიდრე ოდესმე“, -განაცხადა ტრამპმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY