24/06/211 436 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"მოაგროვეთ ქვები, თან იქონიეთ შურდულები... დიდება დედა ეკლესიას!" - მზადება 5 ივლისისთვის

ლევან ვასაძის ავადმყოფობის მიუხედავდ, რადიკალური დაჯგუფების წევრები გეგმების შეცვლას არ აპირებენ და პრაიდის ორგანიზატორებს ისევ მარშის ჩაშლით ემუქრებიან. 
ისინი ამბობენ, რომ 5 ივლისს დილის 10 საათზე ქაშუეთის ეკლესიის უკან მდებარე სკვერში შეიკრიბებიან და "ლგბტ+" თემის რუსთაველზე გამოსვლას დაელოდებიან.
"ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას! რუსთაველის ძეგლიდან დაწყებული, თავისუფლების მოედნით დამთავრებული, არ დარჩება ლოკაცია, რომელსაც ჩვენ არ გავაკონტროლებთ და არანაირი გარყვნილების ნორმალიზების მარში არ ჩატარდება!",- ამბობს "ალტ ინფოს" წევრი ზურა მახარაძე.
საგანგებო მიმართვის პარალელურად, რადიკალური ჯგუფების მხრიდან "რეკომენდაციები" სოციალურ ქსელშიც გავრცელდა, მოქალაქე ზურაბ ჭავჭანიძე თანამოაზრეებს წერს, რომ 5 ივლისს მათ თან უნდა ჰქონდეთ ქვები, სხვადსხვა ზომის ნივთები იმისათვის, რომ "ღირსების მარშის" წევრების წინააღმდეგ გამოიყენონ.
მუქარის მიუხედავად, მარშის ორგანიზატორები გეგმას არ ცვლიან და ამბობენ, რომ ეს კვირეული აუცილებლად ჩატარდება და თუ რადიკალური დაჯგუფებების მიერ ძალადობრივ ქმედებას ექნება ადგილი, პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება სახელმწიფოს.
"ჩვენ მათთან არ გვაქვს პირდაპირი კონტაქტი, ჩვენ სახელმწიფოს ველაპარაკებით. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმეა, რომ ამ ადამიანების მუქარასა და ძალადობაზე ჰქონდეთ რეაგირება, ჩვენ ვერ აღვუდგებით წინ ფაშისტურ დაჯგუფებებს",- ამბობს "თბილისი პრაიდის" წარმომადგენელი გიორგი თაბაგარი.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზატორების თქმით, პრაიდის კვირეული  1 ივლისს დაიწყება და 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე "ღირსების მარშით" უნდა დასრულდეს. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY