23/06/211 149 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

აშშ-ს სენატი ყველა პარტიას მოუწოდებს ხელი მოაწერონ და შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოს თაობაზე ახალი რეზოლუცია წარადგინა, რომელშიც მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, 19 აპრილის შეთანბხმების სრულ იმპლემენტაციაზე იმუშაონ. სენატი ასევე მოუწოდებს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ხელი მოაწეროს შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს.
"სენატი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომელსაც სათავეში პარტია „ქართული ოცნება“ უდგას, ჩაატაროს სისტემური რეფორმები, რომლებიც შემუშავებულია ინკლუზიური და გამჭვირვალე კონსულტაციების პროცესით, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, რათა უზრუნველყოს, რომ სასამართლო სისტემა იყოს მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული და დამოუკიდებელი და არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური ან პარტიული მიზნებისთვის, მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით", - ნათქვამია რეზოლუციაში.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ:
  • სენატი მოუწოდებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ხელი მოაწერონ 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მედიაციით იქნა მიღწეული. ასევე მოვუწოდერბთ ყველა პარტიას, ითანამშრომლონ ერთმანეთთან კეთილი ნებით, რათა შეთანხმების სულისკვეთება დაცული იქნას.
  • მოუწოდებს ყველა პარტიას და პარლამენტის წევრებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, კერძოდ COVID – 19 პანდემიაზე, დასუსტებული ეკონომიკასა და შემდგომ მნიშვნელოვან დემოკრატიულ რეფორმებზე.
  • მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომელსაც სათავეში პარტია "ქართული ოცნება" უდგას, ჩაატაროს სისტემური რეფორმები, რომლებიც შემუშავებულია ინკლუზიური და გამჭვირვალე კონსულტაციების პროცესით, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, რათა უზრუნველყოს, რომ სასამართლო სისტემა იყოს მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული და დამოუკიდებელი და არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური ან პარტიული მიზნებისთვის, მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
  • მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ჩაატაროს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ საარჩევნო რეფორმა, პოლიტიკური ჩიხის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად და ამგვარი კრიზისის განმეორების თავიდან ასაცილებლად.
  • ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო რეფორმა სრულად უნდა განხორციელდეს მანამ, სანამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება.
  • გამოთქვამს შეშფოთებას, რომ დემოკრატილი რეფორმების გატარებასა და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების პოროცესში არსებული პრობლემები ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey