23/01/201 254 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - შოლტი შოლტზეა, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე „ქართული ოცნება" ყოველდღიურად იღებს

მინდა, ოპოზიციურ პარტიებს ვუთხრა: შევეცადოთ, ეს კინკლაობები დავივიწყოთ, ჩვენს ერთიანობაში არის ქვეყნის გადარჩენის საბოლოო გამოსავალი და უნდა გვქონდეს სინერგიული ქმედებები, რათა 2020 წლის არჩევნებით ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, გაუარესებულია ეკონომიკური მდგომარეობა, ხოლო „საერთაშორისო ასპარეზზე ამას კრიტიკის ქარ-ცეცხლიც აღარ შემიძლია ვუწოდო“.
„ფაქტობრივად, შოლტი შოლტზეა, რომელსაც იღებს საერთაშორისო ასპარეზზე ყოველდღიურად „ქართული ოცნება" და არა საქართველო, ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა ვაშაძემ. ამასთან, „ახალი საქართველოს" ლიდერმა მიმართა ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს და სინერგიული ქმედებებისკენ მოუწოდა.
„მინდა, ოპოზიციურ პარტიებს მივმართო და ვუთხრა: მეგობრებო, ყოველთვის შევეცადოთ, ეს კინკლაობები დავივიწყოთ, რაც არის ხოლმე. ჩვენს ერთიანობაში არის ქვეყნის გადარჩენის საბოლოო გამოსავალი. ჩვენ უნდა გვქონდეს სინერგიული ქმედებები, რათა 2020 წლის არჩევნებით ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი. ყველა კვლევა, რაც ტარდება, სწორედ ამას მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება" დასრულებულია, ისინი დინების წინააღმდეგ მიდიან და ამ საშინელ პროცესს, რაც ხდება ქვეყნის უკუსვლის კუთხით, ჩვენ აუცილებლად ერთიანი ძალებით გავაჩერებთ. აღმავლობის ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს ჩვენს ქვეყანას, ეს ჩვენს ხელშია და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 0

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY