11/03/201 052 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

„გეფას“ დირექტორი, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული, „წინდაუხედაობის“ გამო ბოდიშს იხდის

„გეფას“ დირექტორი, რომელიც ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში წევს, ბოდიშს იხდის. ის კომპანიის თანამშრომლებს წერილს უგზავნის, რომელშიც იტალიიდან დაბრუნების შემდეგ სამსახურში მისვლას „წინდაუხედაობად“ აფასებს და აღნიშნავს, რომ განიცდის ამის გამო შექმნილ სიტუაციას. „გეფას“ დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ მისი შემთხვევა იქნება მაგალითი სხვებისთვის, გამოიჩინონ მეტი წინდახედებულობა. ამასთან, ის „გეფას“ თანამშრომლებს იტალიაში მისი სტუმრობის შესახებ უყვება, მათ შორის უხსნის, რომ აეროპორტში საბაჟო-კონტროლის გავლისას სიცხის დამწევი მედიკამენტი მიღებული არ ჰქონია.
„მინდა მოგმართოთ ბოლო დღეების ყველაზე აქტუალურ თემაზე, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში და მოგიყვეთ ჩვენი დავირუსების და შემდგომი გავრცელების ამბავი. მე და ჩემი მეგობარი მეუღლეებით და ზრდასრული შვილებით, სულ 8 ადამიანი 23-თებერვალს გავფრინდით იტალიაში – მილანში, ზუსტად ამ დღეს გამოცხადდა, რომ კორონავირუსი გავრცელდა ლომბარდიის რეგიონში, ამიტომ, ჩაფრენისთანავე ვიქირავეთ მიკროავტობუსი და გავეშურეთ იტალიის სამხრეთ ტიროლის ნაწილში, ავსტრიის საზღვართან (სადაც არც მანამდე და არც ჩვენ იქ ყოფნისას ვირუსის გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული).
ვინაიდან შემდეგი 5 დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად მოიმატა შემთხვევებმა მილანის ირგვლივ აღარ დავბრუნდით, როგორც დაგეგმილი გვქონდა უკან – ისევ მილანით, გავემგზავრეთ იგივე მიკროავტობუსით ვენაში, სადაც შევიძინეთ ბილეთები ვენა-თბილისი და პირველ მარტს გამოვფრინდით საქართველოში.
პასპორტ-კონტროლზე გვკითხეს თუ ვიყავით ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩინეთში, ირანში, კორეაში ან იტალიაში, რაც დავუდასტურეთ და გვთხოვეს გაგვევლო დამატებითი კონტროლი. რომლის დროსაც შეგვიმოწმეს სიცხე დინსტანციური თერმომეტრით და გაგვიშვეს სახლში.
მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონდა დალეული სიცხის დამწევი საშუალება. ვინაიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ავერიდეთ ეპიდემიის ადგილს და არც არაფერი გვაწუხებდა, მივედით სახლში, სადაც 2 მცირეწლოვანი შვილი და ასაკოვანი დედა გველოდებოდა.
მეორე დილას იგივე განწყობით როგორც საკუთარ ოჯახში მისვლისას რომ ვარ სრულიად ჯანმრთელი, 2 მარტს მოვედი სამსახურში და რამოდენიმე კოლეგასთან მქონდა ხანგრძლივი საოფისე კონტაქტი, რომლებიც სრულად იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში. 3-მარტს გავიგე, რომ ჩემ მეგობარს მოუმატა სიცხემ, და მას შემდეგ აღარ გავსულვარ სახლიდან. 4-მარტს საღამოს ჩემ მეგობარს დაუდგინდა ეს დიაგნოზი, შემდეგ დღეს ჩვენც მივმართეთ ინფექციურს. დღეს მე, ჩემი მეუღლე, ორივე უფროსი შვილი და რამოდენიმე კოლეგა ვართ ინფექციურში ამ დიაგნოზით.
ყოვედღიურად რამოდენიმე ასეული ჩვენი თანამემამულე ბრუნდება ევროპიდან, სადაც მნიშვნელოვანი გავრცელება აქვს უკვე ამ გრიპს. მინდა შეგახსნოთ, რომ 80% მეტი შემთხვევების მიმდინარეობს მცირე ან სრულიად უსიმპტომოდ და შესაძლოა ბევრმა ჩვეთაგანმა არც იცის რომ აქვს აღნიშნული პრობლემა და გაავრცელა ის საზოგადოებაში. იქნებ ჩემი შემთხვევა იყოს სხვისთვის მაგალითი რომ მეტი წინდახედებულობა გვმართებს თითოეულს ჩვენგანს.
დღეისთვის ქვეყანამ და მთელმა საზოგადოებამ ამ პრობლემას რეალურად გაუსწორა თვალები და მიღებულია ბევრად მკაცრი კონტროლის ზომები ვიდრე აქამდე. მათ შორის ჩვენს სამსახურში, ოფისში, საწყობში და აფთიაქებში ჩატარდა და გაგრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები.
მე კი მინდა ყველა ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანს ბოდიში მოუხადო შექმნილი ვითარების გამო, სიტყვებით ვერ აღვწერ იმ დარდს რაც გულზე მაწვება იმ პრობლემების გამო რაც მე შევქმენი ჩემი წინდაუხედებლობით და ამავდროულად მინდა უზარმაზარი მადლიერება გამოვხატო თითეოეული თქვენგანისადმი, ვინაიდან ამ ყველაფრის მიუხედავად არ მიგვრძნია არც ერთისგან არაფერი გვერდში დგომის გარდა“, – აცხადებს „გეფას“ დირექტორი საკუთარი თანამშრომლებისთვის, ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ წერილში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 3-ზე- 27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • ფორმულა 3-ზე-  27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • პირველები 3-ზე - 27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • კურიერი 3-ზე - 27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • მოამბე 3-ზე - 27 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 27 სექ
    • ქრონიკა 2-ზე - 27 სექტემბერი, 2023.
      2 საათზე, 27 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • საქმის კურსი - 27 სექტემბერი, 2023.
      27 სექტემბერი
    • შენი შუადღე - 27 სექტემბერი, 2023.
      27 სექტემბერი
    • დილის საუბრები - 27 სექტემერი, 2023.
      27 სექტემბერი
    • პირველი ხაზი - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • ღამის მთავარი - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • ღამის შოუ - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • მთავარი გოგოები - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • სამზარეულოს ომები - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • კომენტარი - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • რეაქცია - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • სპექტრი - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
    • დღის ამბები - 26 სექტემბერი, 2023.
      26 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 40

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA