10/03/201 286 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დავით ბაქრაძე - ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მცდელობა, საკუთარ პარტიულ ინტერესს მოარგოს მაჟორიტარული ოლქები

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მცდელობა, საკუთარ პარტიულ ინტერესს მოარგოს მაჟორიტარული ოლქები და შეამციროს მათი რაოდენობა იქ, სადაც განსაკუთრებით ჭირს, მაგალითად, თბილისსა და იმერეთში. როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, როგორც ჩანს, განვლილმა თვეებმა ხელისუფლებას ვერ გამოატანინა სწორი დასკვნა, რომ ოპოზიციის გარეშე საარჩევნო სისტემის მოფიქრებასა და საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლების ვერსიებით გამოსვლას არანაირი აზრი არ აქვს.
„ამიტომ, მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“, ოლქებზეც და ყველა სხვა საკითხზეც, ოპოზიციასთან კონსულტაციები უნდა გაიმართოს.
საბოლოო შეთანხმება ღირებული იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ოპოზიცია დაეთანხმება და ეს იყო ამ განვლილი თვეების კრიზისის მთავარი გაკვეთილი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მთავარი მოთხოვნა. ჩვენ ასეთი კონსულტაციებისთვის უახლოესი დღეების განმავლობაში მზად ვართ.
ასე რომ, ვერ უშველით მათ მიერ შეკრეჭილი და საკუთარ ინტერესებზე მორგებული ოლქები, ისევე როგორც ვერანაირი ოლქები ვეღარ უშველის „ოცნებას“ ამ შემოდგომაზე, მაგრამ ვიმეორებ, ვერც ერთი ვარიანტი ვერ იქნება ღირებული და მიღებული, თუ მას ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. უმჯობესია, იმუშაონ ოპოზიციასთან და ასეთი კონსულტაციებისთვის ჩვენ მზად ვართ“, - განაცხადა ბაქრაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 40

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY