03/06/211 047 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

დარწმუნებული ვარ, EU-სა და NATO-ში ჩვენი ქვეყნების შესვლა მხოლოდ დროის საკითხია - შმიგალი

საქართველოსა და უკრაინის პრემიერმინისტრებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა და დენის შმიგალმა კომენტარი მედიასთან გააკეთეს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ამ ორი ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვის, NATO-ში ინტეგრაციისა და სავაჭრო-ეკონომიკური თემები განიხილეს.
ღარიბაშილმა უკრაინის პრემიერს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
"ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ყველა მექანიზმი, ყველა ძლიერი ფუნდამენტი იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენ შორის არსებული ისედაც ძალიან ძლიერი ურთიერთობები და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და პარტნიორობა",-თქვა ღარიბაშილმა.
უკრაინის პრემიერმინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე კიდევ ერთხელ მიულოცა და ქართველ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და ურთიერთშეთანხმება უსურვა.
საუბრისას შმიგალმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნების გაწევრინება მხოლოდ დროის საკითხია.
"უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებით და რა თქმა უნდა, ჩვენ პარტნიორობით. დღევანდელი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის ემყარება პირველ რიგში ერთობლივ მიზნებს, რაც არის უკრაინისა და საქართველოს მთავრობების ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი ქვეყნების შესვლა მხოლოდ დროის საკითხია. ჩვენი მხრიდან საქართველოს და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რომ ამისათვის საჭირო კრიტერიუმებს მიაღწიონ",-თქვა დენის შმიგალმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY