უგულავა - ჩემ წინააღმდეგ აღძრულ 8 საქმეს შორის ყველაზე აბსურდული და გიჟურია
თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას საქმის პირველი არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრება.საქმე ეხება 2019 წელს აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს 2 უცნობი პირი დაესხა. გამოძიება უგულავას ძიუდოისტ ბადრი-საბა გავაშელიშვილის ცემას ედავება.
უგულავა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნას პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს. უგულავას თქმით, მის წინააღმდეგ 8 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა მათგან აღნიშნული საქმე ყველაზე აბსურდული, გიჟური და ივანიშვილისთვის დამახასიათებელია.
სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით, აქცია იმართება.
სხდომა უკვე დაწყებულია, ჯერჯერობით უცნობია დაესწრება თუ არა მას დაზარალებული.

"ივანიშვილს, როგორც კლასიკურ რუს ოლიგარქს, შეიძლება ბევრი რამე დაათმობინო, მაგრამ სასამართლოს ის არ დათმობს არც ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ სასამართლოს უყურებს, როგორც საკუთარი გრძელვადიანი ძალაუფლების შენარჩუნების შესაძლებლობას, თავისი და თავისი ფულის. იმის ილუზიას ნუ შევიქმნით, რომ ივანიშვილის პიროებებში შეიძლება სასამართლო რეფორმა ჩატარდეს. ეს არის ბლეფი და აბსურდი",- თქვა გიგი უგულავამ.გიგი უგულავას უფლებადამცველი, გიორგი გელხაური ამბობს, რომ საქმე პოლიტიზირებულია. მისი თქმით, უგულავას უდანაშაულობას აეროპორტში არსებული ვიდეოჩანაწერებიც ადასტურებს.
სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით, აქცია იმართება.
სხდომა უკვე დაწყებულია, ჯერჯერობით უცნობია დაესწრება თუ არა მას დაზარალებული.