29/05/211 088 ნახვა წყარო: radiotavisupelba.geფოტო: radiotavisupelba.ge

რიონის ხეობაში „ენკას“ ავტომანქანები პოლიციის დახმარებით შევიდნენ

პოლიციის სპეციალური დანიშნულების ძალებმა სოფელ გუმათთან, „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანიის - „ენკა რინიუებლზის“ საწყობთან გზა ძალის გამოყენებით გახსნეს და კომპანიის რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი გაატარეს.
როგორც ადგილზე მყოფი აქტივისტი, ლაშა მესხი გვატყობინებს, 29 მაისს, დილის 8 საათისთვის, სასაწყობე მეურნეობის ეზოდან მოულოდნელად გამოვიდა რამდენიმე ათეული სამართალდამცველი და გზის მეორე მხარეს მყოფი 20-მდე აქტივისტი ძალის გამოყენებით შეაკავა, რა დროსაც გაიარეს კომპანიის კუთვნილმა ავტომანქანებმა მდინარე რიონის ხეობაში, გუმათის დასახლების გავლით.
ლაშა მესხის განმარტებით, სამართალდამცველებს აქტივისტებისთვის გზის გახსნისკენ არ მოუწოდებიათ და არც განმარტება გაუკეთებიათ.
„აქ 20-მდე აქტივისტი ვიყავით. მოულოდნელად გამოცვივდნენ „ენკას“ ეზოდან... (აქტივისტებიდან) ზოგს ეძინა, ზოგი აქვე კარავში იყო. გზის მეორე მხარეს გადმოვიდნენ (პოლიციელები) და კარავთან მიიმწყვდიეს აქტივისტები“ - ამბობს მესხი.
„ენკას“ ავტომანქანების გავლის შემდეგ, სამართალდამცველები კომპანიის სასაწყობე მეურნეობის ეზოში დაბრუნდნენ.
ლაშა მესხმა შემთხვევის ადგილიდან ფეისბუკლაივიც ჩართო, სადაც ეს ფაქტია ასახული.
მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრებს, მათ მხარდამჭერებს და აქტივისტებს მეოთხე დღეა რიონის ხეობისკენ მიმავალი გზა სამ სხვადასხვა ადგილზე აქვთ გადაკეტილი და ცდილობენ, არ გაატარონ კომპანია „ენკას“ ტექნიკა და ავტომანქანები. გზაზე გადაადგილება თავისუფალია საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მოქალაქეებისთვის.
რიონის ხეობის მცველებს კარავი აქვთ გაშლილი და გზა აქვთ გადაკეტილი "გუმათჰესის" დასახლების ახლოს, „ენკა“ სასაწყობე მეურნეობასთან. ბოლო დღეების განმავლობაში საწყობის ეზოში რამდენიმე ათეული სამართალდამცველია მობილიზებული.
აქტივისტებს კარვები აქვთ გაშლილი "გუმათჰესთან", სოფელ გუმათშიც. თბილისიდან ხეობაში დაბრუნების შემდეგ, აქციის მონაწილეები ყოველ ღამით იკრიბებიან და გზის გადასაკეტად აღმართულ ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ.
ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. 26 მაისს კი ისინი კვლავ რიონის ხეობაში დაბრუნდნენ. მათი მოთხოვნაა „ნამახვანჰესის“ პროექტის სრულად შეჩერება და მორატორიუმის გამოცხადება. ამ ეტაპზე ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ რიონის ხეობაში შესასვლელი გზები ჩაკეტილი აქვთ როგორც ქუთაისის, ასევე რაჭის მიმართულებებიდან და არ დაუშვებენ ხეობაში ჰესის მშენებელი კომპანიის, „ენკას“ სპეცტექნიკისა და ავტომანქანების გატარებას.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA