09/03/202 153 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სალომე ზურაბიშვილი გიგი უგულავაზე - თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, შეწყალების აქტი მიღებული იქნება

თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეწყალების შესაძლებლობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
ზურაბიშვილის განცხადებით, „შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომელიც მიღებული იქნა ამ წელს და რაც არ უნდა იყოს მოთხოვნა, რომელიც შემოვა, იქნება განხილული ამ წესების მიხედვით“.
„ყველა მოთხოვნას წავიკითხავ, ვნახავ გავეცნობი. თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი. არ არსებობს, ამ ქვეყანაში ცალკე ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები. ყველა მოქალაქისთვის არის იგივე რეგულაცია და ყველა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მიმართოს პრეზიდენტს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებით, გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე უნდა დატოვოს. როგორც ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ უგულავას გასათავისუფლებლად „პრეზიდენტის ინსტიტუციის მექანიზმის გამოყენება უნდა მოხდეს“.
მისივე განმარტებით, ხელისუფლებასთან მიღწეულ შეთანხმებაში საუბარია ასევე, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და ბესიკ თამლიანის საკითხზეც, რომელთა გასათავისუფლებლად სხვა მექანიზმი უნდა ამოქმედდეს, მათ შორის შესაძლოა, ეს იყოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY