09/03/201 347 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში რომიდან, სპეცრეისით დააბრუნებენ

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, იტალიის სხვადასხვა ქალაქში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჯერ ჩაიყვანენ რომში, საიდანაც სამშობლოში დაბრუნდებიან.
კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, დავით ზალკალიანმა მედიას აცნობა, რომ საქართველოს საელჩოს უკვე აქვს სია იტალიის სხვადასხვა ქალაქში მყოფი მოქალაქეებისა, რომლებსაც სამშობლოში დასაბრუნებლად ავიაბილეთები ჰქონდათ.
"მოხდება მათი ორგანიზებული ჩამოყვანა რომში, რადგანაც რეისი განხორციელდება რომიდან. საქართველოს საელჩო რომში უკვე მუშაობს იმისთვის, რომ მოხდეს მათი ორგანიზებული ჩამოყვანა", - განაცხადა ზალკალიანმა. საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს მოქალაქეთა კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია. დავით ზალკალიანის ვარაუდით, რომიდან საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს დღეებში ჩამოიყვანენ.
ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველომ ჩინეთის და ირანის შემდეგ, ავიამიმოსვლა იტალიასთანაც შეაჩერა.
იტალია კორონავირუსის COVID-19 შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზეა ჩინეთის და სამხრეთ კორეის შემდეგ. 9 მარტის შუადღის მონაცემებით, იტალიაში სულ დაავადდა 7 375 და გარდაიცვალა 366 ადამიანი.
საქართველოში, სადაც კორინავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევაა, დაავადებულთა უმრავლესობა იტალიაში იმყოფებოდა, ან კავშირი ჰქონდა იტალიიდან დაბრუნებულ პირებთან.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY