28/05/211 184 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

მეუფე სპირიდონი რიონის ხეობის მცველებს: უნდა შეინანოთ ჯვრის გმობა და სოდომის მიმღებლობა

არ ვიცი ეს რითი მოხდა, უმეცრებით, გაუნათლებლობით თუ ურწმუნოებით, ძალიან მძიმე ცოდვა იქნა ჩადენილი, რომ, აი, ჯვრის ძალა იქმნა დაგმობილი და ასეთი რამ ითქვა - სხვებს რომ არ ეწყინოთ, მე ამ სიმბოლოს, ჯვარს აღარ ვატარებო. ჯვარი სიმბოლო არაა, ჯვარია ძალა ღვთის, გამარჯვების და ძლევის იარაღი. როცა შენ შენი ნებით ამბობ უარს ჯვარზე და იძახი, იმის გამო, რომ ვიღაცას არ ეწყინოს, მე ჯვარს აღარ ვატარებო, შენი ნებით ამბობ გამარჯვებაზე, ძლევაზე უარს და ჯვრის მგმობელების რიგში დგები. ასეთი გამონათქვამი, თუნდაც ის უნებლიედ იყოს ნათქვამი, აუცილებლად, როგორც საჯაროდ იქნა დაგმობილი ჯვარი, ასევე საჯაროდ უნდა იქნას შენანებული, თორემ ამის ბოლო არის დამარცხება. ჯვრის მტერი ვერასდროს ვერ გაიხარებს. 
[...] ვინც ჰომოსექსუალებს გამარჯობას ეტყვის, მოზიარეა მათი ცოდვების. ამიტომ, ახლა რომ იყო რაღაც შეკრებები და დიდის ამბით თავიანთი სოდომური მიდრეკილებებით, სიმბოლოებით უნდოდათ მოსვლა და მოვიდნენ კიდეც, აქ უნდა მოხდეს მხილება და ითქვას, რომ ეს ცოდვა არის მომაკვდინებელი ცოდვა, რომლითაც ერები განადგურდნენ და ჩვენ გიცხადებთ, რომ არ მოხვიდეთ ჩვენთან. ასე უნდა თქმულიყო იქ, მაგრამ მოხდა სხვანაირად.
[...] თუ გინდათ, შვილებო, რომ ღმერთმა გაპატიოთ, უნდა შეინანოთ ჯვრის გმობა და უნდა შეინანოთ ასეთი მიმღებლური დამოკიდებულება სოდომ-გომორის ცოდვის მიმართ, თუ სახალხოდ არ შეინანებთ, ძალიან ცუდი ფინალი ელის თითოეულ თგვენგანს და თქვენ მომავალს პირადად" - მიმართავს სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი რიონის ხეობის მცველებს.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA