27/05/21998 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ნიკა გვარამია სასამართლოზე - მაინც ისე დამთავრდება, როგორც მთავრდება ხოლმე ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები

თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი იწყება. დღევანდელ სხდომაზე, ტელეკომპანია ფორმულას დირექტორის და "ინტერმედიას" დამფუძნებლის, ზუკა გუმბარიძის დაკითხვა იგეგმება. 
როგორც ნიკა გვარამიამ პროცესის დაწყებამდე აღნიშნა, სასამართლო არანაირ კანონზომიერებას არ ემორჩილება და ყველაფერი ისე დამთავრდება როგორც ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები.
"იმედი მაქვს ზუკას[ გუმბარიძეს] თავს არაფერი გადახდება, თუმცა რატომ მაქვს არ ვიცი, ამ ქვეყანაში რისი იმედი შეიძლება გქონდეს. რაც შეეხება იმას, რა მოხდება, რა მნიშვნელობა აქვს რა მოხდება?! ხომ მაინც ისე დამთავრდება როგორც ვიცით ყველამ არა? როგორც მთავრდება ხოლმე ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები...ასე ნებისმიერ ადამიანზე რაღაცის შეთხზვა შეიძლება. შეთხზვას ხომ ფარგლები არ აქვს?! ამიტომ, როდესაც მეკითხებიან რა მოხდება? რა პროგნოზი მაქვს? არ მაქვს არანაირი პროგნოზი, იმიტომ, რომ უსამართლობაა კანონის გარეშე მოქმედება. კანონზომიერებებს არ ემორჩილება. ნორმალური სასამართლო, რომ იყოს პროგნოზიც მექნებოდა, პროგნოზი კი არა საერთოს არ იქნებოდა ეს პროცესი", - ამბობს ნიკა გვარამია.
ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ პროცესის დასრულების შემდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა, ნიკა გვარამიამ თქვა: "გამამართლებელი განაჩენი დაუყენებიათ ამ ქვეყანაში? პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ მით უმეტეს". 
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA