27/05/211 281 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ვარლამ გოლეთიანი - ხმაური აწუხებთ, ამიტომ მოიგონეს აბსურდული ბრალდება

რკინის ჯებირის დაზიანების რა გითხრათ, მაგრამ ჩვენს თანამებრძოლებს ნამდვილად აქვთ დაზიანებები ხელზე-ცდილობენ ასეთი უსუსური მეთოდებით შეაჩერონ ეს პროტესტი“, - ასე აფასებს „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენელი ვარლამ გოლეთიანი შსს-ს მიერ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიების დაწყებას.
როგორც გოლეთიანი აღნიშნავს, ჯებირზე ხმაური აუცილებლად გაგრძელდება.
„რკინის ჯებირის დაზიანების რა გითხრათ, მაგრამ ჩვენს თანამებრძოლებს ნამდვილად აქვთ დაზიანებები ხელზე, შეგიძლიათ ნახოთ, ქვას არავინ არ ურტყამდა. მთელი ღამის განმავლობაში არ გაჩერებულა კედლებზე ხელების ბრახუნი, მართლა მიადგათ ადამიანებს თავად დაზიანებები. ზოგადად, რკინის ჯებირი იმისთვის არსებობს, რომ მსგავს წინააღმდეგობას გაუძლოს, მისი ფუნქციაც ეს არის. როდესაც ხელს ურტყამს ადამიანი, ვერ დააზიანებს. ხმაური აწუხებთ, სინამდვილეში ეს არის ამის საფუძველი, ხმაურით წუხდებიან. ხმაური აუცილებლად გაგრძელდება, ამიტომ მოიგონეს აბსურდული და უსაფუძვლო ბრალდება, თითქოს, დაზიანდა რკინის ჯებირი. ახლა, სავარაუდოდ, ორი კაცის იდენტიფიცირებას მოახდენენ, რომელმაც ხელის დარტყმით გადაღუნა 5 მმ-იანი რკინის ლითონი. თუ დააკავებენ, ამით დაგვაშინებენ დანარჩენებს, რომ ხმაურით აღარ შეწუხდნენ? ცდილობენ ასეთი უსუსური მეთოდებით შეაჩერონ ეს პროტესტი. როგორ წარმოუდგენიათ, ამ ტიპის პროტესტი შეჩერდება ასეთი მეთოდით, რა განცხადების საფუძველზე ვიხილეთ. არაადეკვატური და არასერიოზულია, რაც უნდათ ის აღძრან. კანონს ხომ არავინ არღვევს, ადამიანმა ხელი დაარტყა რკინის ლითონზე, ეს არ არის კანონდარღვევა, თვითონ მიიღო დაზიანება, მათ შორის, იმ ხალხმა, ვინც დაარტყა ხელი, ეს ფაქტები არსებობს, აისახება დაზიანებები. რკინის ჯებირი ხელის დარტყმით როგორ ზიანდება არ ვიცი,-აღნიშნავს გოლეთიანი.
შსს-მ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI