08/03/202 002 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ვოლსკი - მინდა, მოვუწოდო ოპონენტ მხარეს, გამარჯვების უსაფუძვლო ყიჟინას თავი დაანებონ

"მინდა, მოვუწოდო ოპონენტ მხარეს, ამ ჟივილ ხივილს, გამარჯვების უსაფუძვლო ყიჟინას თავი დაანებონ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მედიასთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემათან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას. ვოლსკი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფორმულა, რომელზეც მოხდა შეთანხმება საზოგადოებისთვის მისაღებია და სწორედ საზოგადოება უნდა გამოვიდეს საბოლოოდ გამარჯვებული.
„კმაყოფილი ვარ, რომ ოპონენტების ჯგუფი დაგვთანხმდა, რომ აღარ დაიჩემეს, რომ მაჟორიტარი მაინცადამაინც 20 უნდა იყოს. ალბათ, თვითონაც მიხვდნენ, რომ გეოგრაფია ამის საშუალებას არ იძლევა. მართლა უფრო სასაცილო გამოვიდა.
რაც შეეხება თვითონ სისტემას, კარგია, რომ არ დარჩა არც ერთი შეკითხვა. არის კიდევ გარკვეული დეტალები შესათანხმებელი. აქედან გამომდინარე, მინდა, მოვუწოდო ოპონენტ მხარეს - ამ ჟივილ ხივილს, გამარჯვების უსაფუძვლო ყიჟინას თავი დაანებონ. საქართველო დაწყნარდა, ისედაც ბევრი პრობლემა არის და გადავიდეთ ჭიდილზე პროგრამების, პროექტების, ჩვენ გეგმებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეშნია არ განმეორდეს ის, რაც 24 ივნისის შემდეგ განმეორდა. კიდევ ეს ხმაური, რომ აბა ხელები ამოუტრიალეთ ვიღაცას და აბა, რაღაც გავაკეთეთ, არასწორია, არარელევანტურია, უსაფუძვლოა.
არის საკითხები, როდესაც ორივე მხარე სრულად გამარჯვებულად ვერ გამოდის, რასაკვირველია, მაგრამ ჩვენ, პარტიები რა შუაში ვართ ამ გამარჯვებაში. საერთოდ, საზოგადოება უნდა გამოვიდეს საბოლოო ჯამში გამარჯვებულად და ვფიქრობ, ეს ფორმულა საზოგადოებისთვის არის მისაღები და კარგი. აქ ცალკეული პიროვნებების, პარტიული გუნდების პოზიციას არ აქვს მნიშვნელობა“,-განაცხადა ვოლსკიმ. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, ქვეყნის პარტნიორების ინტერესია, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს და მათი გადაწყვეტილება, რომ პროცესში აქტიურად ჩართულიყვნენ მხოლოდ პიროვნული სურვილებიდან არ გამომდინარეობს.
„დიდი მადლობა იმ ადამიანებს და პარტნიორ ქვეყნებს, რომლებმაც ძალიან პროფესიონალურად გასწიეს თავის სამუშაო, როგორც შუამავლებმა. ამავე დროს, არ დაგვავიწყდეს, რომ მათი ინტერესია სტაბილური, ძლიერი საქართველო. გადწყვეტილება, რომელიც მათ აქტიური თანამშრომლობის თაობაზე მიიღეს, არ გამომდინარეობს, მხოლოდ პიროვნული და კეთილი სურვილებიდან. ეს არის აშშ-ის და ევროკავშირის ინტერესი, რომ რეგიონში მოწინავე ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური გარემო, მითუმეტეს, ასეთი გამოწვევის პირობებში“, - განაცხადა ვოლსკიმ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY