22/01/201 640 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ხუხაშვილი კონგრესმენების წერილზე - ეს ბიძინა ივანიშვილისთვის არის მიწერილი, გახარია ჩვეულებრივი ფოსტალიონია

წერილით რეალურად ხომ გიორგი გახარიასთვის არ მიუმართავთ?! ეს არის შემთხვევა, „მულო შენ გითხარი და რძალო შენ გაიგონეო“. ეს წერილი მიწერილი არის ბიძინა ივანიშვილისთვის. გახარია არის ჩვეულებრივი ფოსტალიონი, რომელსაც წერილი გადასაცემად გაუგზავნეს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ის კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა.
როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, უკვე გადალახულია ის ზღვარი, როდესაც ცალკეული წერილები უნდა განიხილონ. მის თქმით, თუ მთელს სურათს შევხედავთ, ბოლო თვეების განმავლობაში კრიტიკა საკმარისზე მეტი იყო. ხუხაშვილის მოსაზრებით, ხელისუფლება იმასაც ცდილობს, რომ ყველა კონკრეტულ წერილზე, გამოხმაურებაზე აგდებით გასცეს პასუხი და ამით დახუროს თემა, სინამდვილეში, კი პრობლემა უკვე სისტემურ ხასიათს ატარებს.
„ჩვენ რომ ჩამონათვალი გავაკეთოთ საიდან რა გამოხმაურება იყო, რა პოლემიკა იყო და ა.შ. დავინახავთ, რომ მთლიანად დასავლეთში, სამწუხაროდ, უკვე ყალიბდება (მარტო კონგრესმენებზე არ არის საუბარი) წარმოდგენა, თუ რა ტიპის მმართველობითი სისტემაა საქართველოში და ეს არის მთავარი პრობლემა. ფაქტობრივად, თუ ჩვენ ყველაფერს შევაჯამებთ ამ რიტორიკას, ამ წერილებს პოლემიკას და ა.შ. ერთ რამეს დავინახავთ - დასავლეთი უკვე რწმუნდება იმაში, რომ საქართველოში არის გარკვეული ტიპის ჩრდილოვანი ავტორიტარიზმი. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ გახარიას წერილით მიმართა, წერილით რეალურად ხომ გახარიასთვის არ მიუმართავთ?! ეს არის შემთხვევა, „მულო შენ გითხარი და რძალო შენ გაიგონეო“. ანუ, ეს წერილი მიწერილი არის ბიძინა ივანიშვილისთვის. გახარია არის ჩვეულებრივი ფოსტალიონი, რომელსაც წერილი გადასაცემად გაუგზავნეს. ამიტომ ამ წერილს გახარია, როგორ გამოაქვეყნებდა, სანამ სხვაგან არ მიიღებოდა გადაწყვეტილება. ისინი ცდილობდნენ, რომ დაემალათ ბოლოს მიხვდნენ, რომ ამის დამალვას აზრი არ ჰქონდა და დიდი სკანდალი მოხდებოდა. არ უნდოდათ, მაგრამ გამოაქვეყნეს. ახლა, გამოვლენ და რაღაც სისულელეებს იტყვიან. რომ უფრო სიღრმისეული საუბრებია საჭირო, ირაკლი ბერაია უნდა ჩავიდეს და.შ.. ადამიანებს, რომელთა კომპეტენცია სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, აქვთ იმის ილუზია, რომ შესაძლებელია, ამერიკელი კონგრესმენების, ევროპარლამენტარების, ან კიდევ ვიღაცებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. კახა კუჭავას, რომელიც გუშინ სიტყვას გმირულად ითხოვდა და არ ალაპარაკეს, როგორ უნდა აეხსნა ის, რომ საქართველოში პროპორციული არჩევნები არ ტარდება იმიტომ, რომ ამბოხდა დიმიტრი ხუნდაძე. ყველამ ხომ იცის, რომ ეს ტყუილია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY