18/05/213 181 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ქველმოქმედება ხალხის ფულით - სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტები ივანიშვილის აშენებულ სარაგბო ბაზას აფინანსებენ

სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტები წლებია ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებულ სარაგბო ბაზას აფინანსებენ. შესაბამისი კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" გამოაქვეყნა.
სარაგბო ბაზა, რომელსაც შპს "რაგბის მხარდამჭერთა ალიანსი R-15" ფლობს "ფონდმა ქართუმ" 2012-13 წლებში მოაწყო. ამ შპს-ს ორი დამფუძნებელი ჰყავს, რომლებიც პირდაპირ ივანიშვილთან და "ოცნებასთან" არიან დაკავშირებულები - მათ 2013-2020 წლებში 45 სახელმწიფო შესყიდვიდან 3 984 317 ლარი მიიღეს. დამფუძნებლებმა კი თავის მხრივ "ქართულ ოცნებასა" და მის მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს ჯამში 376 200 ლარი შესწირეს.
მოგვიანებით ასპინძის ბაზის ფინანსური მხარდაჭერა მუნიციპალიტეტებმა იკისრეს. 
"მუნიციპალიტეტებმა 2016 წელს ააიპ "სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი ტაო" დააფუძნეს და სარაგბო ბაზის საბიუჯეტო დაფინანსების სქემა შექმნეს. მუნიციპალიტეტებმა ამ ააიპ-ს ადგილობრივი ბიუჯეტებიდან,  2016-2020 წლებში, ჯამში  1 171 861 ლარი გადაურიცხეს", - წერს TI. 
 TI-ს განცხადებით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან ააიპ-სთვის გამოყოფილი თანხა ათასობით ლარით იზრდება:
 
საყურადღებოა ისიც, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს არცერთ ასაკობრივ გუნდში მოთამაშე არასდროს ჰყოლია. მიუხედავად ამისა, ააიპ-ს 2016-2020 წლებში 130 000 ლარი გადაურიცხა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ჭაბუკთა გუნდში  2018-2020 წელს თითო-თითო, 2019 წელს კი 2 მოთამაშე ჰყავდა, თუმცა ბიუჯეტიდან თანხას 2017 წლიდან რიცხავს და ჯამში "ტაოს" 190 000 ლარი გადაუხადა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში, მხოლოდ 3 ახალგაზრდისთვის 55 000-55 000 ათასი ლარი გამოყო.
"რაგბის მხარდამჭერთა ალიანსი R-15" იგებს "ტაოს" მიერ გამოცხადებულ ყველა ტენდერს, რითიც 2016-21 წლებში 326 892 ლარი აიღო. თუმცა ეს ყველაფერი არაა, მუნიციპალური ორგანიზაციები შპს-ს პირდაპირ შესყიდვებსაც უფორმებენ - ამ გზით მან 2015-2020 წლებში 48 108 ლარი მიიღო.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" მოუწოდებს სუს-სა და აუდიტს შეისწავლობ შპს "რაგბის მხარდამჭერთა ალიანს R-15"-სა და "ტაოს" ტენდერები, შესყიდვები და კანონის შესაბამისად იმოქმედონ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ