"დედაენის ბაღში" LGBTQ+ აქტივისტების ინსტალაციის დარბევის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "დედაენის ბაღში" LGBTQ+ აქტივისტების ინსტალაციის დარბევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ადამიანის დევნას გულისხმობს.
ცნობისთვის, დღეს "დედაენის ბაღში" LGBTQ+ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია “welcome to the closet” გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. Tbilisi Pride-ის ცნობით, ფალავანდიშვილი აქვტივისტებს თავს დაესხა.