ზუგდიდში იტალიიდან ჩამოსული 7 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება
ზუგდიდში იტალიიდან ჩამოსული 7 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება, აქედან ერთი უცხოელია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადობრივი ჯანდაცვის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ განუცხადა. მისივე თქმით, თითოეულ მათგანზე გაცემულია რეკომენდაციები და ამასთან ხორციელდება ბინაში ვიზიტები. მესტიაში ოთხი ტურისტი იმყოფება თვითიზოლაციაში.
„სვანეთში ოთხი უცხოელი იმყოფება თვითიზოლაციაში. ვაკვირდებით მდგომარეობას. ამ ეტაპზე არ უფიქსირდებათ ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. მათაც იციან, რომ ტემპერატურის მატების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართონ შესაბამის სამსახურებს“, - ამბობს ოდიშარია.