05/05/211 241 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ჟურნალისტებზე თავდასხმა ხელისუფლების წახალისებულია" - ვახო სანაია

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირების მხრიდან "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმას მედიამენეჯერები აფასებენ. ამბობენ, რომ მომხდარი ხელისუფლების მხრიდანაა წახალისებული.
"ფორმულას" ტელეწამყვანი, ვახო სანაია ამბობს, რომ ხელისუფლება საზოგადოებას ყოფს და მათ მიმართ, ვინც მმართველი გუნდის პოლიტიკას არ ეთანხმება, ძალადობას ახალისებს.
ის, რაც დავით გარეჯის ტერიტორიაზე მოხდა, არის გაგრძელება, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტების მიმართ.
როდესაც ხელისუფლებამ მედიას მიულოცა პროფესიული დღე, ცოტა გაგვეცინა, აბსოლუტური ფარსი იყო ეს თავიდან ბოლომდე. ჟურნალისტები მუშაობენ უმძიმეს პირობებში. ხელისუფლების მხრიდან წახალისებულია და ეს შემდგომ პირდაპირ ფიზიკურ ძალადობაში გადმოიღვრება.
ხელისუფლება საზოგადოების პოლარიზებას აკეთებს და ვინც ხელისუფლების პოლიტიკას არ ეთანხმება, ყველას მიმართ წახალისებულია ძალადობა,- თქვა ვახო სანაიამ.
მედიამენეჯერები ფიქრობენ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმას სათანადოდ არც ახლა გამოიძიებენ და დამნაშავეებს არ დასჯიან.
"მთავარი არხისა და ივერი მელაშვილის წინააღმდეგ თავდასხმა ძალიან სამწუხაროა და ცალსახად ხელისუფლების აგრესიული რიტორიკის და დაუსჯელობის ბრალია. წახალისებულია ამ რიტორიკის შედეგად.
არ მაქვს იმედი, რომ ამ შემთხვევაში მაინც იქნება რამე გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილი", - ამბობს ეკა მიშველაძე.
გუშინ, 4 მაისს "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ივერი მელაშვილთან ერთად დავით გარეჯში "შაბათის მთავარისთვის" რეპორტაჟის გადასაღებად იყო ჩასული, რა დროსაც მათ თავს ჯერ ნასვამი სასულიერო პირები, შემდეგ კი მოქალაქეები დაესხნენ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY