06/03/201 965 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

6 მარტიდან იტალიიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს სავალდებულო კარანტინში გადაიყვანენ

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა, სადაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს.
საქართველოს საზღვრის კვეთისას გარკვეული შეზღუდვები დაწესდა როგორც საქართველოს ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, კერძოდ:
  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა.
  • საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა;
  • ან საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში – სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.
მაღალი რისკის მქონე ქვეყნები არიან: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი.
მთავრობის განმარტებით, სავალდებულო საკარანტინო პროცედურაში არ იგულისხმება თვითიზოლაცია, შესაბამისად ის პირები, ვინც ზემოთ მოყვანილ კრიტერიუმებს შეესაბამებიან, თვითიზოლაციაში ვერ დარჩებიან და კარანტინში გადასვლა მოუწევთ.
ეს წესები დღეიდან ამოქმედდა შესაბამისად არ ეხებათ მათ, ვინც უკვე ჩამოვიდა საქართველოში ზემოხსენებული ქვეყნებიდან და თვითიზოლაციაში იმყოფება.
იტალიასთან, ჩინეთთსა და ირანთან დროებით შეჩერებული პირდაპირი ფრენები, ირანთან გაწყვეტილია სახმელეთო მიმოსვლაც სხვა ქვეყნების გავლით.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 0

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 0

Oda House

(646) 998-5152
New York, NY