რუსეთმა საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა შეარყია - აშშ-ის სამხედრო სადაზვერვო სააგენტო
"2008 წლიდან რუსეთმა საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა შეარყია ამ ქვეყნის 20%-ის ოკუპირებით და საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებით", - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტოს [Defense Intelligence Agency, DIA] გლობალური საფრთხეების შესახებ 2021 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ კრემლის მოთხოვნა, უახლოეს სახმელეთო სამეზობლოში დარჩეს როგორც "უსაფრთხოების მთავარი გარანტორი", კვლავ მზარდია. ამის მიუხედავად, უსაფრთხოების სექტორში საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ნატო-სთან და სხვა საგარეო მხარდამჭერებთან თვალსაჩინოდ ასახავს, რომ რუსული „დომინირების მცდელობებს“ რთული გარემო ექმნება.
დოკუმენტში წერია, რომ კრემლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო ბაზებს ინარჩუნებს და ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ რუს სამხედროებს საპატრულოდ იყენებს. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსული მხარე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას უარყოფს და არ გაჰყავს ჯარები პრეკონფლიქტურ პოზიციებზე.