03/05/2113 406 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ - სტრასბურგმა 2 საჩივარი წარმოებაში მიიღო

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ოცნების ხელისუფლებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის.
ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო ორი საჩივარი და განსახილველად ემზადება.  საქართველოს მესამე პრეზიდენტის საჩივარი სისხლის სამართლის ორ საქმეს ეხება - ერთი ვალერი გელაშვილის ცემის, მეორე კი შეწყალების საქმეს.
სტრასბურგის სასამართლომ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგ აღძრული საქმეები.
იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგიდან უკვე გადმოგზავნეს კითხვები - ევროსასამართლოს აინტერესებს, დაირღვა თუ არა კონვენციის მე-6 მუხლი, რაც გულისხმობს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, ასევე - დაირღვა თუ არა კონვენციის მე-18 მუხლი, რასაც სტრასბურგი ძალიან იშვიათად ადგენს. და საქართველოსთან მიმართებაში ამ მუხლის დარღვევა მხოლოდ ვანო მერაბიშვილის საქმეზე აქვს დადგენილი.
მე-18 მუხლის დარღვევა ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის გამოძიებები პირის პოლიტიკური ნეიტრალიზაციისთვის იწყება.
საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს პასუხი გასცეს კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც, რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევა.
აღნიშნულ კითხვას ევროსასამართლო ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით სვამს. იმის გამო, რომ შეწყალება დანაშაული არაა და ის პრეზიდენტის დისკრეციაა, ისმის კითხვა - როცა არ არსებობს დანაშაული, როგორ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ?!
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სარჩელებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გასულ წელს მიმართა. ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებისგან კომპენსაცია არ ითხოვს და მას უბრალოდ სურს დადგინდეს სიმართლე. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA