02/05/212 366 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიული ბანკი Credit Suisse სასამართლოში უჩივის

შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი Credit Suisse Group AG ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და მის კომუნიკაციების მრჩეველს სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ივანიშვილმა Credit Suisse-ის ყოფილი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის საქმიანობასთან დაკავშირებული კონფიდენციალური დოკუმენტი გაასაჯაროვა. 
ცნობილია, რომ ეს დოკუმენტი ივანიშვილის მიერ დაქირავებული საკონსულტაციო ფირმა Metigen-ის მიერ შექმნილ ვებგვერდზე CSVictims.com-ზე გამოქვეყნდა და ის ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციასა და მასთან მიმართებით ბანკის შიდა კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებებს ეხებოდა.
სარჩელი ლონდონის სასამართლოში უკვე დარეგისტრირდა - ივანიშვილის საკომუნიკაციო კონსულტანტი ჩარლი ვიგანი Bloomberg-თან ამბობს, რომ ამ ანგარიშის შესახებ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და მედიაში ამ ანგარიშიდან არაერთი ციტატა ისედაც გამოქვეყნდა.
ცნობისთვის, პატრიკ ლესკადრონი ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირია და მის შესახებ დავა შვეიცარიაში, ბერმუდის კუნძულებსა და სინგაპურში მიმდინარეობს.
პატრიკ ლესკადრონის დანაშაულები 2015 წელს გამოაშკარავდა. 2018 წელს ჟენევის სასამართლომ პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მის კლიენტებს (ძირითადად ბიძინა ივანიშვილს) $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეუფლა.

ლესკადრონი დანაშაულს სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა. ამბობდა, რომ ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლის შემდეგ აყალბებდა და სხვადასხვა გარიგებასაც აფორმებდა. 
Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ თქვეს, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია.
ბიძინა ივანიშვილს კი ამის არ სჯერა და ამბობს, რომ შეუძლებელია, რომ ეს პროცესი კომპანიის ხელმძღვანელობის უშუალო ჩართულობის გარეშე წარმართულიყო. ამ საქმეზე მას საჯაროდ სულ რამდენიმე განცხადება აქვს გაკეთებული, "რა დროც არ უნდა დასჭირდეს, ამ საქმეზე მე უკან არ დავიხევ", - თქვა მან 2019 წლის ნოემბერში Bloomberg-თან.

ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესში ბერმუდის კუნძულებზეცაა ჩართული, სადაც მისი თქმით, პატრიკ ლესკადრონის თაღლითური ქმედებების გამო, $400 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, პატრიკ ლესკადრონმა საპატიმრო 2018 წლის ბოლოს დატოვა, რისი მიზეზიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. გამოცემის ცნობით, 2020 წელს ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY