06/03/201 058 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პირები, რომლებსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდათ, ორი ოჯახის წევრები არიან

ინფექციურ საავადმყოფოში წუხელ ღამით ვირუსის ნიშნებით კიდევ ორი პაციენტი შეიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოში განუცხადეს, ამ დროისთვის კლინიკაში ვირუსული ინფექციით 24 პირია მოთავსებული.
„24 პირიდან 9-ს კორონავირუსის შემთხვევა დაუდასტურდა. 8 მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, მე-9 პირის კი - უკეთესი. 4 ადამიანს დღეს აუღებენ ანალიზს, დანარჩენი 9 პირი კი ინფექციური საავადმყოფოს სხვადასხვა განყოფილებაშია გადანაწილებული“, - განაცხადეს კლინიკაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 6 გუშინ დადასტურდა. 6-ვე პირი ერთი ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დაინფიცირებულები არიან ორი ოჯახის წევრები, მათ შორის ერთი ოჯახიდან მამა-შვილი, მეორე ოჯახიდან კი 4 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ 44 წლის მამაკაცი, რომლის შვილსაც კორონავირუსი ასევე დაუდგინდა, იტალიაში მეორე შვილთან ერთადაც იმყოფებოდა, თუმცა, მის შემთხვევაში ანალიზმა ინფექციაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 0

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA